workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა სპოტიფაი კამპ ნოუს ისტორიაში

ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა სპოტიფაი კამპ ნოუს ისტორიაში

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკმა "ატლეტიკის" წინააღმდეგ "სპოტიფაი კამპ ნოუს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო თერთმეტეული გაიყვანა (საშუალო ასაკი 23,18 წელი), რითაც პეპ გვარდიოლას 2011 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

ლა ლიგის სეზონის პირველ საშინაო მატჩში “ბარსელონამ” მოედანზე განსაკუთრებული გუნდი გაიყვანა: სასტარტო თერთმეტეულიდან 7 ფეხბურთელი კლუბის აკადემიის აღზრდილი იყო, ორ ესპანეთის ნაკრების მოთამაშესთან – პედრისა და ჟოან გარსიასთან ერთად. ფლიკის რჩეულთა შორის მხოლოდ ორი ლეგიონერი აღმოჩნდა: რაფინია და ენტონი გორდონი.

ჟურნალისტ ორიოლ ჟოვეს ინფორმაციით, “ბარსელონამ” საშინაო მატჩების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობა წარადგინა.

ისტორიული ციფრები და ასაკობრივი ბალანსი

კატალონიელები მოედანზე სულ რაღაც 23,18 წლის საშუალო ასაკით გავიდნენ:

  • XX საუკუნეში დაბადებული ერთადერთი მოთამაშე: კაპიტანი რაფინია (1996 წელი).
  • 2001 წელს დაბადებულები: ჟოან გარსია, ერიკ გარსია და ენტონი გორდონი.
  • 2002 წელს დაბადებულები: ჟერარ მარტინი და პედრი.
  • 2003 წელს დაბადებული: ფერმინ ლოპესი.
  • 2007 წელს დაბადებულები: პაუ კუბარსი, მარკ ბერნალი, ჩავი ესპარტი და ლამინ იამალი.

ჩავი ესპარტის ძირითადში გამოჩენამ საშუალო ასაკი საგრძნობლად დასწია. “ბარსელონას” “ლევანტესთან” ერთად მთელ ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს (საშუალოდ 24,2 წელი). ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში კატალონიელებზე ახალგაზრდული გუნდი მხოლოდ ოთხ კლუბს ჰყავს: “ოსერს” (23,6), “პარმას” (23,4), “ტულუზასა” (22,5) და “სტრასბურგს” (22).

გვარდიოლას 15-წლიანი რეკორდის დამხობა

აქამდე “ბარსელონას” საშინაო მატჩების რეკორდს პეპ გვარდიოლას მიერ 2011 წლის დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე ბატე-ს წინააღმდეგ გაყვანილი თერთმეტეული ინარჩუნებდა. მაშინ გუნდში სარეზერვო შემადგენლობის 5 მოთამაშე იყო: ბარტრა, რაფინია, კუენკა, მონტოია და სერჟი რობერტო (შეხვედრა 4-0 დასრულდა).

დღევანდელ “ბარსელონაში” 30 წელს გადაცილებული მხოლოდ 5 ფეხბურთელია: ვოიცეხ შჩესნი (36), ჟოაუ კანსელუ (32), დომინიკ ლივაკოვიჩი (31), ანდრეას კრისტენსენი (30) და როდრი (30). მათგან სამი გუნდს ახლახან შეუერთდა. ამასთან, ენტონი გორდონი (25) და კარიმ ადეიემი (24) იმ “საშუალო ასაკობრივ კლასს” ქმნიან, რომლის გაძლიერებაც დეკუს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ამჟამად გუნდში 20 წლამდე ასაკის 11 ფეხბურთელია, თუმცა მათგან სამი – ლამინ იამალი, კუბარსი და ბერნალი – 19 წლის ასაკში უკვე უმაღლეს დონეზე თამაშის უდიდეს გამოცდილებას ფლობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • joy
    joyeco ახალბედა
    schedule 28 აგვ 2026, 23:24
    #2

    დამაინტერესა თუ რამე ცვლილებას ვნახავდი ყვერანას თამაშში და ლილი-პსჟ ჩავრთე მეთოთხ. მეტე წუთი მიდიოდა, ზუსტად 4 წუთში გამოიჩინა თავი ყვერანამ! თერთმეტმეტრიანის ნიშნულის უფრო ახლოდან სრულად თავისუფალმა ააცილა კარებს 😂😂😂😂😂😂
    ეს დიდი ჭირი მოვიშორეთ 👏

    • joy
      joyeco ახალბედა
      schedule 28 აგვ 2026, 23:37
      #3

      გალახავენ ყვერანას პსჟ-ში 😀😀😀 32 წუთზე საკუთარ პარტნიორს, რომელიც ძალიან ადვილად გასატან პოზიციაში რჩებოდა ააცალა ბურთი და თითონ ააცილა😂😂😂. კომენტატორი იძახის აქ მესმოდა ხმა რომ ეძახდნენ გაატარეო⚽
      ნამდვილად ჩვენი ძველი ყვერან მაზილა ტორესია და არაფერი მაგას ვერ გამოასწორებს. ამ წუთისათვის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს ორივე გუნდში

      • Just_Barca_Lover
        Just_Barca_Lovereco ახალბედა
        schedule 29 აგვ 2026, 00:39
        #4

        პირველ თამაშში გაუვარდა ეტყობა, ეგ არაფერი ერთხელ ცოცხიც გაისვრისო

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 28 აგვ 2026, 22:58
    #1

    შჩესნი ძალიან უკან გვწევს ასაკის ამბავში დროზეა გასაშვები, თორემ ბიჭებს სიგარეტის წევასაც მიაჩვევს. თუმცა წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და ისეც გაუშვებენ.