workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა გულშემატკივრის მიმართ ძალის გამოყენებას გმობს

ბარსელონა გულშემატკივრის მიმართ ძალის გამოყენებას გმობს

bolt მოკლედ
"ელჩესთან" მატჩის წინ პოლიციამ "ბარსელონას" გულშემატკივარი დააკავა და კატალონიური დროშები (ესტელადები) ჩამოართვა. კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც სამართალდამცავთა ქმედებებს ძალის არაპროპორციულ გამოყენებად აფასებს.

“ელჩესა” და “ბარსელონას” შორის მატჩის დაწყებამდე პოლიციამ ბლაუგრანას გულშემატკივარი დააკავა. უსაფრთხოების ძალებმა მას ესტელადა (კატალონიის დამოუკიდებლობის დროშა) ჩამოართვეს და შემდეგ რამდენჯერმე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ განცხადებაში “ბარსელონამ” “კლუბის წევრებისა და გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება” დაგმო.

მხარდაჭერა დაკავებულს

საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” ახალგაზრდა ქომაგის დაკავებას ასევე “არაპროპორციულად” და “შეუსაბამოდ” აფასებს. “ბარსელონა” დაკავებულ გულშემატკივარსა და მის ოჯახს უკვე დაუკავშირდა, რათა მათთვის ნებისმიერი საჭირო დახმარება შეეთავაზებინა.

გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმაცია

მეორე მხრივ, “ბარსელონა” წუხს, რომ “პოლიციის თანამშრომლებმა ბლაუგრანას გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ესტელადები”. კლუბი დეტალურად განმარტავს, რომ აღნიშნული დროშა “კანონიერი სიმბოლოა და მისი გამოფენა გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ გამოვლინებას წარმოადგენს; ის თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზებად”.

განცხადების დასასრულს კლუბი მომხდარზე პასუხებსა და შესაბამის რეაგირებას ითხოვს:

“ბარსელონა” ელოდება შესაბამის განმარტებებს მომხდარ ფაქტებზე და იტოვებს უფლებას, მიმართოს მისთვის მისაღებ ნებისმიერ ზომას, რათა დაიცვას თავისი წევრებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება, უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, როგორც “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, ისე მეტოქე გუნდების სტადიონებზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 25 აგვ 2026, 15:19
    #3

    როგორ უყვართ კატალონიელები. ესპანელს დროშის გამო ,,დუბინკას” არ ჩასცხებდნენ.

  • alen halilovic
    alen halilovic ლეგენდა
    schedule 25 აგვ 2026, 11:09
    #2

    აზრზე ხარ?.. ისე იქ მდგომებს ასე უნდა ეყურებინათ? რამე დააშავა ამ ბიჭმა?

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 25 აგვ 2026, 10:21
    #1

    არაფერი გეცნობათ?