“რეალ მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ 30 წლის როდრი ერნანდესის ტრანსფერი მისი გუნდისთვის იდეალური დამატება, ანუ “ტორტზე ალუბალი” იქნებოდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ ლა ლიგის სადებიუტო მატჩის წინ ისაუბრა და კითხვაზე, სჭირდება თუ არა გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება, დაუფარავად თქვა, რომ “ბარსელონას” ახალი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა სურდა.
“არ ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვაში დეფიციტი გვაქვს. ამის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: ‘თუ დეფიციტი არ გაქვთ, რატომ გინდოდათ როდრის დამატება?’ როდრი იქნებოდა როგორც ტორტზე ალუბალი. ის დიდებული მოთამაშეა, დიდი გამოცდილებითა და მაღალი სტატუსით. თუ მისი დამატება შეგიძლია, უნდა დაიმატო და ამით გაძლიერდები,” – განაცხადა მოურინიომ როდრის შესახებ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ნახევარდაცვაში საკმარისი რესურსი აქვს.
პორტუგალიელმა ამჟამად მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებიც ჩამოთვალა:
“ჩვენ გვყავს ჩუამენი, კამავინგა, ვალვერდე, ბერნარდუ, არდა; რადგან ვფიქრობ, რომ საბოლოოდ არდასაც შეუძლია ამ პოზიციებზე თამაში. პრობლემა არ გვაქვს და არ ვართ იძულებულნი, სხვა მოთამაშე ვეძებოთ.”
არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ “რეალ მადრიდი” ამ ზაფხულს როდრის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი “ბარსელონას” შეთავაზებაზე შეაჩერა და მადრიდული კლუბი უარით გაისტუმრა. ნახევარმცველი ბლაუგრანას მოთამაშის რანგში ჟოან გამპერის თასზე უკვე წარადგინეს და ის კატალონიურ კლუბში დაწყებული ამ ახალი ეტაპით აღფრთოვანებულია.
ტორტზე ალუბალი ბარსელონასთვის ნამდვილად არი ბაბუ, აი რეალისთვის ეგ ტრანსფერი ცალკ-ცალკე იქნებოდა, ტორტი ან ალუბალი ორივე ერთად ვიცით უკვე სადაც არი…💙❤️