workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას ჰამზა აბდელკარიმის კონტრაქტის გაუმჯობესება სურს

ბარსელონას ჰამზა აბდელკარიმის კონტრაქტის გაუმჯობესება სურს

bolt მოკლედ
წინასასეზონო ეტაპზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, "ბარსელონა" ჰამზა აბდელკარიმის კონტრაქტის გაუმჯობესებას გეგმავს. 18 წლის ეგვიპტელის გამოსასყიდი თანხა 15-დან 150 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ჰამზა აბდელკარიმმა პირველი გუნდის დინამიკაში დარჩენა საკუთარი თამაშით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის სარეზერვო გუნდშია დარეგისტრირებული და 29-ნომრიანი მაისურით თამაშობს, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ჟოან გამპერის თასზე თავისი ყოფილი კლუბის, “ალ-აჰლის” წინააღმდეგ წინასასეზონო ეტაპზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა, რითაც ჰანსი ფლიკისგან კიდევ უფრო მეტი ქება დაიმსახურა.

ახალი პირობები და გამოსასყიდი თანხა

მოსალოდნელია, რომ 18 წლის შემტევს ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება, ამიტომ “ბარსელონას” სურს ივნისში გაფორმებული კონტრაქტი (რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი) გააუმჯობესოს. კლუბმა მისი გამოსყიდვის უფლება 1.5 მილიონ ევროდ (რასაც ემატება ხუთი სხვადასხვა ბონუსი) ზუსტად მაშინ გამოიყენა, როცა ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

Jijantes-ის ინფორმაციით, აბდელკარიმის გამოსასყიდი თანხა, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს და ბევრი კლუბისთვის ძალიან მიმზიდველია, 150 მილიონამდე გაიზრდება. გამოსასყიდი თანხის ზრდის პარალელურად, ფეხბურთელის ხელფასიც მოიმატებს.

პროგრესი და შრომისმოყვარეობა

ჰამზამ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ 5 დღე დაისვენა, იანვარში “ალ-აჰლიდან” ახალგაზრდულ გუნდში (Juvenil A) იჯარით გადმოსვლის შემდეგ, თავმდაბლობითა და დიდი ძალისხმევით მუდმივი პროგრესი აჩვენა. პოლ პლანასის ხელმძღვანელობით მან 10 მატჩში (ახალგაზრდულ ლიგაში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა თასზე) 6 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 08:37
    #6

    ღმერთმა ქნას მოიხოდოს

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 23:56
    #5

    150🍋 რეალურია და თუ გაამართლა, მაშინ ახალი კონტრაქტი და 250 კლაუსა, რეალისტები რომ ვიყოთ🙏

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 23:06
    #3

    ცოტაა 150 მილიონი

  • ggiiorgi
    ggiiorgi ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 22:38
    #2

    ხო რავი იამალი და კუბარსი უფრო პატარები არ იყვნენ რო ენდნენ? ხო და ადგნენ და ენდონ ამ ბავშვს და მისცენ დრო. და პარალელურად რომელიმე შემტევი ჩადონ ცრნტრფორვარდად დროის გაყოფის პონტში

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 21 აგვ 2026, 23:54
      #4

      ასეც იქნება, აგრესიული კულეების გასაჩუნებლად ხმაურობს ლაპორტა, რომ მერე პატარა ფეხის გადაბრუნებაზე არ აგინონ; ხულიანი კარგია, მაგრამ გამოკვეთილი 9-იანი არაა და ეგრე SS პოზიციუსა ოლმო და ფერმინიც გვყავან;
      მერე იტყვის დეკო, ვერ ვიყიდეთ და ჰალანდს ვერ შევწვდითო, ეს გასაგებიც იქნება

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 22:25
    #1

    ამან თუ ესე გააგრძელა ალვარესი სულ აღარ გვინდა, მითუმეტეს არც არავინ გვაძლევს.