სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება და კლუბები შემადგენლობის გასაძლიერებლად თავიანთ სარეზერვო სიებს კიდევ ერთხელ უბრუნდებიან. იმავე დღეს, როდესაც “ბარსელონამ” როდრი ერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა (რითაც ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი შეიქმნა), ინგლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” კატალონიელთა ნახევარმცველის, გავის დამატება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
კერიკის ინტერესი და უარყოფილი შეთავაზება
Daily Mirror-ის მტკიცებით, გავიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი თქვა. ინგლისური კლუბი 22 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადასახდელად იყო მზად.
ამავე წყაროს ცნობით, მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, მაიკლ კერიკს უმაღლესი დონის ნახევარმცველის დამატება სურს. ახალბედა მსოფლიო ჩემპიონი გავი კი, რომელსაც 2021 წლიდან ელიტაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.
კონკურენცია “ბარსელონას” ნახევარდაცვაში
თუმცა, როგორც Daily Mirror აღნიშნავს, გავის სურს “ბარსელონაში”, უმაღლესი დონის ნახევარდაცვაში ზრდის გაგრძელება. კატალონიურ კლუბში სათამაშო წუთების გაყოფა როდრის, პედრი გონსალესს, მარკ ბერნალსა და გავის მოუწევთ. ამასთან, მარკ კასადო უკვე ტრანსფერზეა დაყენებული, ხოლო ფრენკი დე იონგი მუხლის ტრავმის გამო კვლავ ლაზარეთში რჩება.
რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე დაიმატეს იური ტილემანსისა და ანდრეი სანტოსის დონის მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელობას ნახევარდაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სურს.
ორმოცი მილიონი კერიკს გაუკეთეთ ტრაკში. ამათი თავხედი დედებს შევეცი, 49 მილიონს აუთჩიკებს აძმევწნ ინგლისში. ნაგლი სირები ბლიად🖕🏿🤬
ბავარიასაც მოუნდა დავაი გაასხით აქედან გავი არ იყიდება🤬
40 მილიონი 🤣🤣🤣 ვახ ჩემი
მაგარი მებრძოლი ბიჭია გავი, მაგრად მიყვარს იმიტო რო სულით და გულით კულეა, ასე თუ ისე რესურსი გვექნება დიდი და სათამაშო წუთებს მიიღებს.