დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:15

ბაზელი

ბაზელი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფერანი ბარსას ემშვიდობება: ამ ფერების დაცვით ვამაყობდი

ფერანი ბარსას ემშვიდობება: ამ ფერების დაცვით ვამაყობდი

ფერან ტორესი “ბარსელონას” გულშემატკივრებს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა. მან გააზიარა ვიდეო, სადაც მისი საუკეთესო მომენტებია ასახული. კადრებს ფონად ესპანელის სიტყვები ახლავს, სადაც ის აღნიშნავს:

“პირველი, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ამ ფერების დაცვა ჩემთვის სიამაყე იყო. იმან, რაც ამ ოთხნახევარი წლის განმავლობაში “ბარსელონაში” განვიცადე, უკეთეს ფეხბურთელად და უკეთეს ადამიანად მაქცია.”

“ბარსელონა”, როგორც სახლი

ფოიოსელმა ფეხბურთელმა საკუთარ მიზნებსა და განვლილ გზაზეც ისაუბრა და დაამატა:

“ამ ხნის განმავლობაში, ბარსელონა ჩემი სახლი იყო. აქ მოვედი პირობით, რომ ყველაფერს გავიღებდი და სწორედ ამისთვის ვმუშაობდი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, დავხმარებოდი გუნდს, რათა “ბარსელონა” იქამდე მიმეყვანა, რასაც იმსახურებს – ყველაზე მაღალ მწვერვალზე.”

ბოლოს კი მან მადლიერება გამოხატა კლუბის პერსონალისა და მეგობრების მიმართ:

“ამ კლუბში ვტოვებ მეგობრებს გასახდელში და მის გარეთ, ასევე ბევრ ადამიანს, რომლებმაც ყველა ჩვენგანი უკეთესი გახადეს. ჩვენ ერთად გავხდით ჩემპიონები “ბარსელონასთან” ერთად და ბევრი ჩვენგანი – ეროვნულ ნაკრებშიც. მადლობა და ვისკა ბარსა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 16 აგვ 2026, 11:20

    ეს კი არ იცავდა ფერებს ამისგან იყო დასაცავი

    GIF
  • ჯიჯი
    ჯიჯიshield ვეტერანი
    schedule 16 აგვ 2026, 10:42

    როდრიზე რა ხდება ნეტა რას უცდიან როდის გაოფიციალურდება,დრო გადის და ნაღდად არ ისხმება წყალი ჩვენს წისქვილზე

    • La Pulga10
      La Pulga10shield ვეტერანი
      schedule 16 აგვ 2026, 11:15

      შემდეგ კვირაში დაიხურება ეგეც და კანსელოც