“ბარსელონას” ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი გადაწყვეტილი და თითქმის დასრულებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით ყველაფერი გადაწყვეტილია და მხარეები ამჟამად დოკუმენტაციის გაცვლით არიან დაკავებულნი. ფეხბურთელმა პარიზში გაფრენისა და სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება უკვე მიიღო.
რაც შეეხება ტრანსფერის თანხას – ფაბრიციო რომანო ფერნანდო პოლოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ბარსელონა” ფიქსირებულ და გარანტირებულ 50 მილიონ ევროს მიიღებს. ფინანსური თვალსაზრისით ეს საკმაოდ წარმატებული ტრანსფერია, ვინაიდან “ბარსას” ფერანში 55 მილიონი აქვს გადახდილი და ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელმა მოლოდინები სრულად გაამართლა, რასაც ის მნიშვნელოვანი გარემოებაც ემატება, რომ მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.
ლაუტარო ბიჭო ლაუტაროზე უკეთესი ვარიანტი არ არის ბარსასთვის ამ სეზონზე
აქ ნახევრად ძირითადის კაცი იყო, იქ ღრმა ზამენა იქნება. რატომ უნდოდა წასვლა არ მესმის. ხელფასის გამო მარტო ალბათ. დე იონგიც გაგვაშვებინა ნეტა მაგ ფასში.
ენრიკეს გოგო ჯერ არ გაუთხოვებია, დაურეკა, შეგვირიგდიო…
წლებია ერთად იყვნენ, რას ვიზამთ, ოჯახი ოჯახია😀😇😇
დემბელე გაყიდეს ამ ფასად, ამან აშკარად მეტი გააკეთა ბარსასთვის;
შემახსენეთ, იმ იდიოტში რამდენი იქნა გადაყრილი? 105+30?
წარმატებას ვუსრუვებ მაინც ამას არ გაუშვებდნენ იმ ინტერვიუს მერე ამას ლაპო აღარ დატოვებდა ძალიან ცუდად იბაზრა ნუ ალბათ გადაწყვეტილი ქონდა წავსლა.რაც შეხება 9 ძალიან დიდი პრობლემა ბოლო წლებია დეფიციტია და ზოგადად ყველაზე რთული
პოზიცია დღეს ფეხბურთში ან სტოლბებია ან ცრუ ცხრიანები.ალვარესი თუ არა მაშინ ლაუტარო ან წელს გადავაგოროთ და მომავალ სეზონისთვის მაცივარზე გაიწიონ🙄
ვიკიპედიაშიც წერია რომ წაეთრა ახლა დე იონგოც და როდრი და ალვარეზეიც იმედია ჩვენია
დე იონგს იმდენ ხნიანი ტრავმა აქვს როგორ გავყიდით? სამედიცინო შემოწმებას ვერ გაივლის. ზამთარში თუ გავყიდეთ კაია..
დაიწყონ ახლა ცხრიანზე მუშაობა აქტიურად რაღას ელოდებიან, ბევრი ვარიანტია და სულ არაა საჭირო ამ ალვარესს რომ მიაკვდნენ. მიქაუტაძეც თუ ძვირი ჯდება ლაუტაროს ვარიანტიც მშვენიერია, რავი კიდე განოიძებნება ალტერნატივები, დაიწყო სეზონი უკვე სადაცაა და ამათ არცერთი საჭირო ტრანსფერი არ აქვთ ჯერ გაჩარხული
მიქაუტაძეც თუ ძვირი ჯდება ? ლაუტარო უფრო იაფი იქნება ვითომ ვიდრე ჟორჟი ?რავი ძმაო კი ჩვენია მაგრამ მგონია რომ ფერანზე მაგარი შემტევი არაფრით არარი მიქა და ლაუტაროსთან ხო შედარებაც ზედმეტია 🤷🏻♂️
„დეკუს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. სპორტული დირექტორისთვის მიქაუტაძე ხულიან ალვარესის იდეალური შემცვლელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კრუპიმ ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერი გამოირიცხა.
პრობლემა ისაა, რომ ჰანსი ფლიკი ბოლომდე თანახმა არაა. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მიქაუტაძე ჯერ მზად არ არის, „ბარსას“ დონის კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში იყოს. სწორედ ამიტომ, გარიგება დაყოვნებულია. დეკუ ფლიკის თანხმობის გარეშე არავის გაიფორმებს. ტრანსფერისთვის ორივე მათგანის თანხმობაა საჭირო“.