პრევიუ | ბარსელონა v ნოტინგემი v უდინეზე

პრევიუ | ბარსელონა v ნოტინგემი v უდინეზე

დღეს “ბარსელონა” მეორე წინასასეზონო ტესტს ჩაატარებს. “ბირმინგემ სიტისთან” 2-2 ფრის შემდეგ კატალონიელები იტალიის ქალაქ უდინეში იმყოფებიან არატიპური საფეხბურთო საღამოსთვის.

ბოლო სამთა ტურნირიდან 24 წლის შემდეგ, “ბლაუგრანა” მასპინძელ კლუბ “უდინეზესა” და პრემიერ ლიგის წარმომადგენელ “ნოტინგემ ფორესტს” დაუპირისპირდება. ფორმატი სამ 45-წუთიან მატჩს მოიცავს, სადაც “ბარსელონა” მეორე და მესამე თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

ჰანსი ფლიკის გუნდი “ნოტინგემ ფორესტთან” მატჩით თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყებს, რის შემდეგაც, 23:55 საათზე მასპინძელ “უდინეზეს” შეხვდება. ორივე მატჩი პირდაპირ ეთერში Barça Play-სა და კლუბის ოფიციალურ YouTube არხზე გადაიცემა.

ეს ტურნირი საინტერესო ფორმატით ტარდება. ნებისმიერი თამაში, რომელიც ფრედ დასრულდება, პენალტების სერიით გადაწყდება. გუნდები ძირითად დროში გამარჯვებისთვის 3 ქულას მიიღებენ, პენალტების სერიაში გამარჯვებისთვის – 2-ს, ხოლო პენალტებში დამარცხებულ მხარეს 1 ქულა მიენიჭება.

ტურნირი ფრიული-ვენეცია-ჯულიას თასის სადებიუტო გათამაშებაა და ის “ბლუენერჯი ფრიულის” სტადიონზე იმართება. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ახლახან დაასრულეს ერთკვირიანი შეკრება ინგლისში და იტალიაში შაბათს გამგზავრებამდე, პარასკევს ბარსელონაში ივარჯიშეს.

კარგად მომზადებული მეტოქეები

“ნოტინგემ ფორესტიც” და “უდინეზეც” შაბათის სამთა ტურნირს წინასასეზონო მზადების მხრივ მეტი სათამაშო წუთით ხვდებიან, ვიდრე “ბარსელონა”, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ 90-წუთიანი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ინგლისურმა გუნდმა თავისი პირველი ამხანაგური მატჩი 18 ივლისს ჩაატარა და უკვე ხუთი შეხვედრა დაასრულა. ამავდროულად, “უდინეზემ” ოთხი წინასასეზონო მატჩი ითამაშა.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” ამ ორი გუნდიდან რომელიმეს დაუპირისპირდა. “უდინეზესთან”, რომელიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სერია A-ში გამოდის, ერთადერთი წინა შეხვედრები 2005/06 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” შინაც და სტუმრადაც მოიგო.

“ნოტინგემ ფორესტთან” ბოლო დაპირისპირებების გასახსენებლად კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ. ლეგენდარული ბრაიან კლაფის ხელმძღვანელობით, ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონატი პირველად 1978 წელს მოიგო, რის შემდეგაც ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა. სწორედ ასე შეხვდა მათ “ბარსელონა” 1980 წლის უეფას სუპერ თასზე, რომელიც ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 2-1 მოიგეს.

ამის შემდეგ სამი წელი იყო გასული, როდესაც “ნოტინგემ ფორესტი” ჟოან გამპერის თასზე მიიწვიეს.

“ნოტინგემ ფორესტმა” ამ თავბრუდამხვევ სიმაღლეზე დიდხანს დარჩენა ვერ შეძლო და მას შემდეგ დროის უდიდესი ნაწილი უმაღლესი დივიზიონის მიღმა გაატარა. 2022 წელს ისინი საბოლოოდ ელიტაში და მას შემდეგ იქ არიან.

გუნდის სიახლეები

გუნდთან ერთად ინგლისში გამგზავრების შემდეგ, ჯესი ბისივუ “სპოტიფაი კამპ ნოუს” ოფისებში ოფიციალურად წარადგინეს და მან კონტრაქტს ხელი 2031 წლამდე მოაწერა.

2008 წელს დაბადებული ბელგიელი გარემარბი “ბრიუგედან” გადმოვიდა. 2025 წელს მან ბელგიის ნაკრები უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგინა და ტურნირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის “ბრიუგეს” სარეზერვო გუნდში თამაშობდა, სადაც ბელგიის მეორე დივიზიონში 36 მატჩი ჩაატარა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა უეფას ახალგაზრდული ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში, სადაც 14 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელების უმეტესობა გუნდს ჯერ არ დაბრუნებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰანსი ფლიკი ამ მატჩისთვისაც კვლავ ახალგაზრდული და სარეზერვო გუნდების ტალანტებს დაეყრდნობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 08 აგვ 2026, 18:31

    არადა არაუხოს დონის მცველი ვაფშე არ გვყავს რეალურად, ნახეთ რა მაგარ დუეტს შექმნის ვან დეიკთან ერთად. მაინც გული მწყდება და რა ვქნა.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 08 აგვ 2026, 18:08

    ფერან ტორესი პარიზში წავიდა, არაუხო ლივერპულში ეს რა ხალხი მოგვცილდა, აქეთ როდრის ვიმატებთ თავდასხმაში აშკარა ცხრიანი გვჭირდება ალბათ უფრო ალვარეზი იქნება, ერთ ცენტრალურ მცველსაც მოიყვანენ და ეგ არის

  • joy
    joy ახალბედა
    schedule 08 აგვ 2026, 17:53

    რატომ აჭიანურებენ როდრის ტრანსფერს???😡 ეხლა ეს რომ დაკარგონ 10 მლნ გამო ხომ უდიდესი სირცხვილი იქნება!!! ტიპმა ლამის მომხდარი ტრანსფერი ჩაშალა რეალში და ბარსა არჩია! რაღას ჟმოტობენ აწი😡

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 16:53

    დეკო რო მაინც აკუკავს აკვირდებით??როდრის ტრანსფერი ისეთი საკითხია რო უნდა გადარიცხო ფული და დახურო ტრანსფერი!!!აეხა პერესი რო გაბრაზდეს და 100 მილიონი გაისროლოს და აახიოს ცხვირწინ ხოიქნება ღირსი??ბიჭო ესენი ვინარიან ნევროზი დამმრთეს🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️