მილანი ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს

მილანი ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს

მოკლედ
იტალიური "მილანი" რუბენ ამორიმის სათამაშო სქემისთვის "ბარსელონას" მცველის, ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს. კატალონიურმა კლუბმა იტალიელთა პირველი 20-მილიონიანი წინადადება უარყო და მოთამაშის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

“მილანის” ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ამბიციური პროექტის განსახორციელებლად, რომელიც უკანა ხაზიდან თამაშის აშენებაზეა დაფუძნებული, გუნდს ამჟამინდელ შემადგენლობაში მყოფებზე მეტად ტექნიკური მცველები სჭირდება. ერთ-ერთი ვარიანტი ესპანეთიდან, კერძოდ კი “ბარსელონადან” მოდის, სადაც ჟერარ მარტინი თამაშობს. Goal-ის ცნობით, ის უკვე თვეებია, რაც “მილანის” დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

186 სანტიმეტრი სიმაღლე, ცაცია და “ლა მასიას” აღზრდილი – ჟერარ მარტინს ყველა მახასიათებელი აქვს, რომ ამორიმის ახალ “მილანში” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. 2002 წელს დაბადებულ მცველს “როსონერი” ძალიან აფასებს.

El Nacional-ის ინფორმაციით, “მილანმა” “ბარსელონას” 20 მილიონი ევროს ოდენობის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა კატალონიურ კლუბში ეს თანხა ეცოტავათ. როგორც ირკვევა, ბარსელონელები დაახლოებით 35 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ამ თანხის შემცირების სივრცეც არსებობს – პოტენციურად, ბონუსებისა და მომავალი გაყიდვიდან მისაღები პროცენტის ხარჯზე.

გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებული 30 მატჩის შემდეგ, ჟერარ მარტინს “ბარსელონაში” დარჩენა სურს. მიუხედავად ამისა, ფინანსური მიზეზების გამო, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    26 ივლ 2026, 21:31

    ამას ხელი არ დაედოს მეორე ნახევარი ისეთი სეზონი დადო ტოპ მცველი გაიჩითა უნივერსალია და ჩვენი კაცია.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    26 ივლ 2026, 19:54

    40 მილიონად შეუძლიათ გაასაღონ, მარტინში მაგარი ფულია.