“ბარსელონაში” ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შიდა განხეთქილებაა. რა თქმა უნდა, “ატლეტიკოს” ვარსკვლავის წარმოუდგენელ მონაცემებსა და დონეზე არავინ დავობს, მაგრამ მის გადმოსვლას ყველა არ ემხრობა. მთავარი მიზეზი ის მაღალი ფასია, რომელიც შესაძლოა 150 მილიონ ევროსაც კი აჭარბებდეს, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად აქცევს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფასი არ მართლდება იმ თამაშით, რაც მან გასულ სეზონსა და მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც დაბალი შედეგიანობის გამო საკმაო კრიტიკა დაიმსახურა.
დეკუსა და ფლიკის პოზიცია
პირველი, ვინც მიიჩნევს, რომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობით ბაზარზე უფრო საინტერესო ალტერნატივები არსებობს, დეკუა. სპორტული დირექტორი სხვა ვარიანტების ძიების მომხრეა. იგივე პოზიცია აქვს ჰანსი ფლიკსაც, რომელიც ამბობს, რომ ჯობს “ობობას” გამო სიგიჟეები არ ჩაიდინონ.
გამოცემა Sport-ის თანახმად, ორივე მათგანი “მანჩესტერ სიტისა” და “რივერ პლეიტის” ყოფილი ფეხბურთელის დამატების წინააღმდეგია, თუმცა ის ჟოან ლაპორტას ნამდვილი აკვიატებაა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი რობერტ ლევანდოვსკის იდეალური მემკვიდრე და საუკეთესო “ცხრიანია”, რომელიც გუნდის შეტევით პრობლემებს მოაგვარებს.
წინააღმდეგობა გასახდელში
“სპოტიფაი კამპ ნოუს” გასახდელში ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ამ ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან:
- ფერან ტორესი: მას მიაჩნია, რომ ნდობას იმსახურებს და ეჭვი არ ეპარება, რომ “ბარსელონას” მთავარი შემტევის პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა. მან იცის, რომ თუ ხულიანი მოვა, წასვლა მოუწევს და სწორედ ამიტომ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი.
- პედრი და გავი: ორივე მათგანს “ზვიგენთან” (ფერანთან) ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და არ სურთ, რომ მან გუნდი დატოვოს, ამიტომ არგენტინელის გადმოსვლას ეწინააღმდეგებიან.
- რაფინია: ბრაზილიელი ტრანსფერის ასევე წინააღმდეგია. გუნდმა უკვე დაიმატა კარიმ ადეიემი და ენტონი გორდონი, ამიტომ ის ვერ ხედავს უზარმაზარი თანხის იმ ფეხბურთელში ინვესტირების საჭიროებას, რომელსაც განსაკუთრებული სტატისტიკური მაჩვენებლები არ აქვს.
ფერანის ძირითადობის ცოტა მეშინია რავიცი
ლაპორტა ! რატომ შ@ეცი დედამიწას ჰა თუ ტრ@კი გაქვს ჰალანდი მოიყვანე აბა
ნეტა ფეხბურთს მიხედონ და ბწობას ნაკლებად, მაგრად გაგვაძ₾იერებს ხულიანი და კონკურენცია კიდე უფრო მეტად. ასერო გავის კუნთების აღარავის როარ ეშინია ფაქტია და ტვინიც რო საჭიროა მოიშველიოს. მემგონი გავის გაყიდვა ჯობს და კიდე მოლაპარაკეების ფერან ტორესის აუცილებლად და კაი მცველის ყიდვა დაგვხატავს.
კიდევ კარგი დეკუ ჟმოტია;
ხულიანი ძალიან მიყვარს, მაგრამ უნდა დიაწყოს გატანა, ფორვარდის საზომი გოლი+ასისტია, მაინც ასეა
ხალხის უმეტესობა ზედმეტად არასწორი მიზეზებით აკრიტიკებთ ალვარესს.
ერთადერთი რაც ალვარესში პრობლემას წარმოდგენს თანხა და ატლეტიკოსთან მოლაპარაკებებია, თორე როგორც ფეხბურთელს რა აქვს დასაწუნი?!
ეგეთ ატლეტიკოში და სიტის სკამიდან პლ-ჩლზე რო სეზონებში 20+ გოლებს გაიტან ვაბშე არაა პატარა ამბავი. მე დაჟე ისიც მგონია რომ ალვარესი გაცილებით გამტანი იყო რივერში და შემდეგ არასწორი ფორმაციებიდან თუ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ძალიან დათრგუნეს მისი სტრაიკერული უნარები.
ალვარესი ამ წამს ბაზარზე როგორც ფინიშერი, ანუ გოლების რეალიზატორი ალბათ ტოპ 3შია. ზოგი რომ 50ჯერ ურტყამს კარში და 10 გააქვს, ამას 10ის გასატანად შეიძლება 15 დარტყმა დაჭირდეს. მერე კიდე, ყველა წერტილიდან შეუძლია გატანა, განსაკუთრებით საჯარიმოს გარედან, რაც ძალიან აკლია ბარსას განსაკუთრებით low block გუნდებთან და დიდ თამაშებში, ასევე ძალიან გვაკლია ჯარიმების შემსრულებელი, პრესინგზე ვირივით მომუშავე სტრაიკერი, ხაზების გამჭრელი და კარგი პასის მქონე სტრაიკერი. ესენი აქვს ტორესს? აი უდაბლეს დონეზე კი, განსაკუთრებით ფინიშინგი. ტორესის ერთადერთი პლუსი პოზიციური თამაშია, რადგან სულ მაგარ მომენტებში ხვდება და ბევრი გასატანი შანსი ექმნება, მაგრამ პრობლემა ისაა რომ 10დან 1 გააქვს, მაშინ როცა ალვარესი 5-6ს გაიტანს. ამიტომ ეგ *ლე რომ იბოღმება სულაც არაა გასაკვირი და მისი ძმაკაცებიც რომ მხარს უჭერენ, არც ეგ არაა გასაკვირი.
დალშე ვინ მობოდა ის ინფო რომ ფლიკს არ უნდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრ სანდო გამოცემაში დაიწერა რომ ფლიკი უამრავჯერ დაუკავშირდა რათა გადმოსვლაზე დაეთანხმებინა და ლოგიკურადაც რომ დაუფიქრდეთ სრულიად ფლიკის სისტემისთვის ზედგამოჭრილი სტრაიკერია, ამიტომ ყველაფერს ნუ იჯერებთ.
პრობლემა რომ თანხა და ატლეტიკოს პოზიციაა ეგ ნაღდად არ ეხება ალვარესის სქილებს და ეს ინფო თუ რეალურია მაშინ ლაპორტამ თუ პრესაში დაზადნვა დაიწყო და ფლიკსა და დეკუს აბრალებს რო არ უნდოდათ ეგ ტრანსფერიო, რამენაირად მაგდენსაც უნდა მიხვდეთ.
ტიპებს იმდენად აქვთ შეტოპილი რომ ალვარესმა საჯაროდ წასვლა მოითხოვა, ატლეტიკოს ბოსებიც საჯაროდ ებრძვიან ბარსას და დაჟე პერესმაც კი ბარსას ჯინაზე 150მ გაუგზავნა ატლეტიკოს და ახლა დებთ იმ ინფოს რომ თურმე ამდენი ისე იწვალეს რომ მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერს ფეხბურთელი არ უნდოდათ ხო?😂 რეებს არ წაიკითხავ..
ლაპორტას თუ მართლა ვინმეზე ქონდა გაჭედილი ლეუა, მაგრამ ფლიკის მოთხოვნის გამო 2 მარცხენა ვინგერი ისე მოიყვანეს რომ ლეაუს გვარი არცერთია😂 და ახლა თქვენ როგორ გგონიათ რომ ტიპს 150მილიონს გადაყრა პროსტა ეხალისება და ამჯერად ფლიკმა და დეკუმ ვერაფერი მოუხერხეს ხო იმდენად უნდოდა მაგ 150მს მოშორება😂😂
კი მართალი ხარ მაგრამ არარეალური ფასია ჩვენთვის განსაკუთრებით.თორე ეგრე ინგლისში იმხელა თანხებს ისვრიან ორჯერ რომ მოედანზე გაკუებს ვიღაცა მართლა გაოცდები კაცი.
მაგაში გეთანხმები რომ არარეალური ფასია, უბრალოდ ჩვენს მდგომარეობას ის ამძიმებს რომ სტრაიკერი უეჭველი გვჭირდება და ამ დროს ბაზარზე ბევრი არჩევანიც არაა.
აგერ ოიარსაბალი მეგონა სადღაც 40მ დაჯდებოდა და გუშინ 75 მოუთხრიათ😂 ჟოაუ პედროს ჩელსი ისე ეჭიდება რომ მემგონი ატლეტიკოზე უარესები არიან😂 ვიღაცა ბავშვი კრუპი, რომელმაც 11 გოლი გაიტანა თურმე 100მ ღირს, ვლაჰოვიჩი კი არაფერი ფეხბურთელი არაა, მარა ხალხს უფასო გონია და ბონუსად 20მს ითხოვს და ხელფასადაც ერთი მაგდენსო😂, ოსიმენზე ადრე დაიწერა 140ს ითხოვენო და ხელფასი 25+იო😂, კეინმა დაბლოკა ბარსაში გადასვლა, ჰალანდს ვერ მოიყვანენ ესენი და აბა ვინღა დარჩა?!..
ხოდა ეს ტრანსფერი თუ არ გამოვიდა, მაშინ ბარსას ადგილზე ვინმე ტალანტს მოვიყვანდი და ტორესთან ერთად მეყოლებოდა როტაციაში, იქვეა გორდონიც, რომელსაც ნიუკასლში რაღაც თამაშები სატრაიკერადაც უთამაშია.
მე საერთოდაც მგონია რომ ამ მსოფლიოს მერე ძალიან მოიხოდება ტორესი და თუკი ბარსაში მენტალურად სასათბურე პირობებს შეუქმნიან დარწმუნებული ვარ მეორე დემბელე-რაფინია იქნება ეგ ბიჭი.
მოკლედ ჩემთვის ან ალვარესი, ან ვინმე ტალანტია ეს ქეისი და მგონი ბარსაც ეგრე ხედავს, რადგან ბოლო პერიოდებია ასლანის გვიკავშირებენ და ნამდვილად არ იქნება ცუდი შენაძენი.
ლაპორტა მაინც არაა ფეხბუღთის საკითხში პროფესიონალი; ისევ სჯობს დეკუს დაეკითხიოს და პირველ რიგში ფლიკს;
დეკუ რაც არ უნდა ჟმოტი და ეშმაკის ფეხი იყოს, მაინც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ერთ დროს ბრწყინავდა კიდეც, ძალიან ჭკვიანი და შემტევის თვისება იცის რაცაა;
ფლიკზე კიდევ არაფერს ვიტყვი, ისე იყო ლევანდოვსკის ჩაფრენილი, როგორც 🐕️🍖-ს; მოდი და გაამტყუნე, ვინ შეელავა ფორვარდს, რომელმაც კარიერაში 710⚽️ შეაგდო და 200 მდე ასისტი მიითვალა?
ხო მაგრამ ლაპომ ვინც მოიყვანა ყველამ გაისროლა ლაპორტას ამ საიტზე ისე უყურებენ თითქოს გუშინ გამოჩეკილი პრეზიდენტია უშებერტყილესია და ალღო აქვს 1000% 👌🏻
ეგ ლაპორტას უნდა მაგას უყვარს ხმაურიანი ტრანსფერები იმთავიდანვე პრინციპში მარკეტინგულად გამართლებულია მაგრამ აი როგორ ითამაშებს ეგ კაცმა არ იცის.
დიდი ხნის წინ დავწერე მე ეგ, რომ ამ ღიპუცა პრეზიდენტის ახირებაა ალვარესი, თორემ არც ფლიკს უნდა დიდად.
ძაან მცირე შანსია იმის, რომ ალვარესმა გაამართლოს. დეკუს მიმართ რომ გადაჭარბებული კრიტიკა ეს ასევე ცხადია, რა ქნა ლაპორტას წინააღმდეგ ვერ წავა. 90 მილიონიც ალვარესში არის დიდი თანხა. არაა ეგ ფეხბურთელი სტაბილური და სიმეონს ბრალი ნამდვილად არაა ის, რომ ბევრი გოლი ვერ გაიტანა წინა სეზონში ლა ლიგაში. გვარდიოალას შეიძლება სათმაშო სტილი არ მოგწონდეს კაცს და ახირებები ახასიათებს, მაგრამ ფებურთელები არ ეშლება. კარგი რომ ყოფილიყო ალვარესი, არ მოიშორებდა მარტივად.
ტორესი კიდე შანს იმსახურებს, ოღონდ მაგის იმედად ჩემი მტერი დარჩა :დ
არ ჭირდება ამხელა ფასად ალვარესი ბარსას! ნამდვილად ჯობია სხვ უფრო გამტანი ფორვარდი მოვიყვანოთ.
დეკუ თუ ასე საღი მოაზროვნე იყო არ მეგონა, ნუ ფლიკი გასაგებია არაფერი ეშლება, მაგრამ ამ ლაპორტას რა უნდა პრეზიდენტათ, პერესი რო ყველაფერზე მიდის მედიური ფეხბურთელის მოსაყვანად გასაგებია მატერიალურად უზრუნველი კლუბი ყავს და მანაც კი უარი თქვა ალვარესზე 100 მილიონის გადახდაზე. ფეხბურთელებიც სწორად აზროვნებენ და ის თუ რამდენად ძლიერია ალვარესი შემდეგიც მეტყველებს: საერთაშორისო სპორტული ჟურნალისტების ასოციაციის მიერ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარეს. და იცით რა შედეგი დაიდო?
1. მესი- 1179 ქულა
2. მბაპე-717
3. ბელინგემი 470
4. ჰოლანდი 460
5. იამალი 304
6. როდრი 285
7. ვოზინია 189
8.კეინი 130
9. ოიარსაბალი 118
10. ოლისე 91
გასაგებია, რომ ვოზინიაზე წაიკაიფეს, მაგრამ დანარჩენებზე ხო მართლა სწორი შეფასებებია. და ამ სიაში სადაა ალვარესი, ან რომელ სარეიტინგო სიებში გყავთ ნანახი. მე მგონი ალვარესი არ არის ბარსას ფორვარდის დონე.
დაჟე ტოპ 10 კი არა ალბათ 50-შიც ვერ შევა
პლუს მეც ვეთანხმები მიუხრდავად ჩემი სიმპათიისა ალვარესისადმი, ჯობია სხვა უფრო საჯარიმოს ტიპის ცხრიანზე ვიფიქროთ 150 ლიმონი თუ უნდა დაიხარჯოს მაგ თანხაში 3 გაჭირვებით, თუმცა ორი კარგი ტრანსფერის განხორციეკება შეიძლება ასე, რომ დაიტოვოს ატლეტიკომ…