მოკლე აღწერა: ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” წინასასეზონო შეკრებაზე აკადემიის 15 ფეხბურთელს უხმო. გერმანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდებს შორის პირველი გუნდისთვის ახალ ტალანტებს აღმოაჩენს, როგორც ეს 2024 წელს მოხდა.
ჰანსი ფლიკისთვის ეს ზაფხული ძალიან ჰგავს “ბარსელონაში” მის პირველ წინასასეზონო მზადებას. 2024 წელს კოპა ამერიკა, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად, გერმანელმა სპეციალისტმა მზადება, ისევე როგორც ახლა, მინიმალური რესურსით დაიწყო.
2024 წლის გამოცდილება
იმ პერიოდში ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან მარკ კასადო, პაუ ვიქტორი, მარკ ბერნალი, ექტორ ფორტი, ჟერარ მარტინი, გილერმო და ტონი ფერნანდესები, გუნდთან ერთად ივარჯიშეს, იმოგზაურეს და ბევრმა მათგანმა მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა. ფაქტობრივად, მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა თავი ძალიან მაგრად წარმოაჩინეს. ბერნალს სეზონის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ მეტი სტაბილურობა ექნებოდა. ექტორ ფორტმა და ჟერარ მარტინმაც დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე ნახსენებმა ორმა საყრდენმა ნახევარმცველმა.
15 ტალანტი აკადემიიდან
ახლა მწვრთნელმა აკადემიიდან 15 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებიც ფლიკის ნდობის მოპოვებას შეეცდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი გასულ სეზონში პირველი გუნდის ვარჯიშებსა და განაცხადებში ხშირად ხვდებოდა. პოზიციების მიხედვით ეს ფეხბურთელები არიან:
- მეკარე: არონ იააკობიშვილი, რომელიც გასულ სეზონში იჯარით “ანდორაში” თამაშობდა.
- მცველები: ალვარო კორტესი, ჩავი ესპარტი და ჟოფრე ტორენტსი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი სახელებია, რადგან გასულ სეზონში პირველ გუნდში ცოტა დრო, მაგრამ მაინც მიიღეს. ჰაფიზ გარიბა კი ცენტრალური მცველია, რომელიც კლუბის აკადემიას 2025 წლის თებერვალში შეუერთდა.
- ნახევარმცველები: მწვრთნელმა გამოიძახა ტომი მარკესი და გილერმო ფერნანდესი, რომლებსაც კარგად იცნობს და ვარჯიშებზე ხშირად ჰყავდა. სიაშია ორიან გორენიც – ისრაელელი ფეხბურთელი, რომელიც “ჟუვენილ A”-ში თამაშობდა და შუახაზშიც შეუძლია მოქმედება. შემტევ ნახევარმცველად კი ებრიმა ტუნკარა იქნება, რომელიც კადეტთა ასაკის მიუხედავად, პოლ პლანასის გუნდსა და სარეზერვო გუნდს შორის ინაწილებდა დროს.
- გარემარბები და თავდამსხმელები: ფლანგებზე არიან იბრაჰიმ დიარა (რომელიც გასულ სეზონში ტრავმებმა გააწამა), შეინ კლუივერტი და ალექს გონსალესი (“დამიდან” გადმოსვლის შემდეგ მარტში შედგა მისი დებიუტი). რაც შეეხება თავდამსხმელებს, ჰანსი ფლიკს სურს ახლოდან დააკვირდეს ოსკარ ჟისტაუსა (რომელსაც ასევე არ გაუმართლა ტრავმების გამო) და ტონი ფერნანდესს. მათთან ერთად არის ჰამზა აბდელკარიმიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გასულ სამშაბათს დაასრულა და ორშაბათს წინასასეზონო მზადებას უკვე შეუერთდა.
ამათგან ჩავი ექსპარტი, კორტესი და ჟილე არიან ჩემი აზრით დასატოვებლები
ერთი ისეთი ფორვარდი ნახოს, რო ალვარესი სულ დაავიწყონ ლაპორტას და დეკუს.
კორტესი ცაცია მცველია, ბოლო ტურებში ითამაშა 2 თამაში. ბარსა ბ ეს ერთ ერთი კაპიტანია და კარგი ბიჭია. თუ მოაწონა პრესეზონზე თავი ფლიკს შეიძლება აღარც იყიდონ მცველი. ჰაფიზ გარიბაც ცაცია ცენტრალური მცველია, ახალგაზრდულ ლიგაზე ვნახე 1-2 თამაში, განსაკუთრებული არაფერი მარა ვნახოთ. ტორენტსი და ესპარტი კი ვიცით, ტორენტსი შარშან ათამაშა ესპარტი წელს. მარა ესპარტი მაინც უფრო საყრდენია ვიდრე მარჯვენა მცველი. ტომი მარკეშიც ვნახეთ წელს, კარგი ნახევარმცველია, ფრენკის გავს სტილითაც და ვარცხნილობითაც, უბრალოდ მაღალია უფრო. პერსპექტიული მოთამაშეა და თუ მიეცა შანსი დარწმუნებული ვარ გაამართლებს და მომავალში ფრენკისაც შეცვლის. გოლე და ტონი ფერნანდესებზე ბევრი დამიწერია აქამდეც. დიარაც კარგი გარემარბია, ინდივიდუალისტია და ტიპი რო თამაშობდა ახალგაზრდულში, შთაბეჭდილება მქონდა რო დიდი იყო სხვებზე ასაკით. მარა მერე დაიმტვრა და დიდი ხანი ვეღარ ითამაშა. ჟისტაუც იგივე, კარგი დარტყმა ქონდა და გაქონდა გოლები მარა მიდებაზე იმტვრეოდა. ბოლო 2 გვარი დაიმახსოვრეთ, ებრიმა ტუნკარა, ჩემი ფავორიტი ლა მასიელი, ეგ ბიჭი გარდაუვლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს, იმედია ჩვენთან, არ უნდა დავკარგოთ. 2 წელიწადში უკვე მზად იქნება პირველი გუნდისთვის და მაგ დროისთვის ოლმოს გასხვისებაც შეიძლება. შემტევი ნახევარმცველია, უფრო 10 ზე დგას მარა მარჯვენა ვინგერადაც თამაშობს, ცაციაა. ყველაზე მეტად მაგის მეიმედება. მეორე გვარი კიდე ორიან გორენია, რომელიც აუცილებლად მიიქცევს ფლიკის ყურადღებას. პედრის გავს ძალიან ცოტა სწრაფია უბრალოდ. ეგ ორი ბიჭი წესით იფრენს მალე. ცუდი ისაა უბრალოდ რო ვინც ნიჭიერია ყველა თითქმის ერთი პოზიციისაა. ან პედრის ან იამალის პოზიციაზე მოდის ხალხი. რა გახდა კარგი მარცხენა და მარჯვენა მცველები. იააკობიშვილზე მე აღარ დავწერ, დარწმუნებული ვარ ყველამ იცით რო კარგი ბიჭია.