კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა მექსიკის ფეხბურთის ფედერაციისგან გაფრთხილება მიიღო. “ჯონათანი გამოიძახეს მექსიკის ნაკრების რამდენიმე ამხანაგურ თამაშზე, თუმცა იგი არ გამოცხადდა. თუ დოს სანტოსი გააგრძელებს ჩვენს იგნორირებას, მაშინ ეს მისთვის კარგად ნამდვილად არ დასრულდება.” –განაცხადეს ფედერაციაში.
საქმე ისაა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის მწვრთნელმა არ წაიყვანა ჯონათანი. “ბლაუგრანას” ნახევარმცველიც სწორედ ამაზეა გაბრაზებული და უარს ამბობს ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე. ახლა დოს სანტოსი მთლიანად “ბარსაზეა” გადართული.
წყარო: championat.ru



