ბარსელონას უარი ფულემს ალვარო არბელოა გამო

ბარსელონას უარი ფულემს ალვარო არბელოა გამო

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ ჟოან გამპერის თასზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ეგვიპტური “ალ-აჰლი” იქნება, თუმცა გულშემატკივრების წინაშე გუნდის ოფიციალური წარდგენისთვის კატალონიური კლუბი სხვა ვარიანტებსაც განიხილავდა. კლუბის ხელმძღვანელობა პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდთან დაპირისპირებას დადებითად უყურებდა და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი “ფულჰემი” იყო.

არბელოას ფაქტორი

ლონდონური გუნდი ბებერი კონტინენტის ერთ-ერთი ისტორიული კლუბია, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ფულჰემმა” ახალ მთავარ მწვრთნელად ალვარო არბელოას დანიშვნა დააანონსა, “ბარსელონამ” გეგმები შეცვალა. კატალონიურ კლუბში გამპერის თასზე “რეალ მადრიდის” ყოფილი მწვრთნელის ხილვა არ სურდათ. მადრიდულ სკამზე ყოფნისას მისმა ბოლო განცხადებებმა კიდევ უფრო გააფუჭა მისი ისედაც ცუდი იმიჯი “ბარსელონას” გულშემატკივრებში, რომლებსაც ესპანელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროიდან არ უყვარდათ.

სხვა ალტერნატივები

გამპერის თასზე სათამაშოდ მაგიდაზე სხვა კლუბების ვარიანტებიც იყო, კერძოდ ნიდერლანდური “აიაქსი” და მექსიკური “კრუს ასული”, თუმცა საბოლოოდ ამხანაგური მატჩის ჩასატარებელ პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და არჩევანი ეგვიპტურ “ალ-აჰლიზე” შეჩერდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    11 ივლ 2026, 13:02

    ისეთი ტაკტიკოსია გადაგვხსნიდა შუაზე