24 წლის კარიმ ადეიემის “ბარსელონაში” ტრანსფერი უკვე ძალიან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა გერმანელი თავდამსხმელის გადმოსვლასთან დაკავშირებით დორტმუნდის “ბორუსიასთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დოკუმენტაციისა და კონტრაქტების მოწესრიგების მოლოდინში, გარიგება ოფიციალურად ჯერ დახურული არ არის.
ფინანსური დეტალები და ბონუსები
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნებოდა, რომ “ბარსელონას” ტრანსფერი 22 მილიონ ევროდ (რასაც ბონუსების სახით 7 მილიონი დაემატებოდა) უკვე სრულად დახურული ჰქონდა. თუმცა, კატალონიური კლუბის წყაროები ესპანურ გამოცემასთან ადასტურებენ, რომ ტრანსფერის საბოლოოდ დასადასტურებლად გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები კიდევ მოსაგვარებელია.
ადეიემის ერთადერთი სურვილი “ბარსელონაში” თამაში იყო. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” საწყისი 20-მილიონიანი შეთავაზება გაზარდეს და გერმანულ კლუბს ფიქსირებული 22 მილიონი ევრო და 7 მილიონი ბონუსების სახით შესთავაზეს. აღნიშნული ბონუსები იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” ტიტულებს მოიგებს და ასევე, დამოკიდებული იქნება გუნდში თავად ფეხბურთელის ჩართულობასა და სათამაშო დროზე.
კონტრაქტი და სამომავლო გეგმები
ტრანსფერზე მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა, რადგან ფეხბურთელს “ბორუსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა. თავის მხრივ, გერმანულმა კლუბმა არსებული სიტუაცია გააანალიზა და მოთამაშის გაყიდვაზე დათანხმება ამჯობინა, რათა ის სამომავლოდ უფასოდ არ დაეკარგა.
ოფიციალური დასტურის შემდეგ, კარიმ ადეიემი “ბარსელონასთან” 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და შეეცდება ის პოტენციალი სრულად გამოავლინოს, რომელსაც პროფესიონალური კარიერის დასაწყისში ამჟღავნებდა. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ბარსელონაში მომდევნო კვირაში ჩავა, კონტრაქტს ხელს მოაწერს და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გუნდს წინასასეზონო სამზადისზე შეუერთდება.
ბელგია არის ძალიან ძლიერი და გამოცდილი ნაკრები, ფორმაში თანდათან შევიდა და მაინც დამაჯერებლად გამოაგდო ფურიამ,
ტიბო, კდბ,ლუკაკუ, შარლე, ტროსარი, კასტანი, სალმაკერსი… ჰყავდა სერიოზული მოთამაშეები, პლუს ახალგაზრდები, ჩაგდებული 2 მატჩის მერე ამოქაჩეს; ბელგია-პორტუგალია, 2 სერიოზული ევროპული ნაკრები გააგდეს, პლუს ავსტრია,
ბელგია-პორტუგალიის მსგავსი კლასის ნაკრებებს ფრანგები ამ მუნდიალზე არ შეხვედრიან, ნორვებია-ბ არ ითვლება
ძალიან კარგი პირობებით მოიყვანეს თუ სიმართლეა. რომც არ გაამართლოს 30 მილიონად ინგლისში გაიყიდება ბოლო ბოლო. თფუ თფუ თფუ ლენჩმა სწორი გარიგება დადო, ალილუია✌️
ზუსტად 2010 ისტორია მეორდება
ფინიშერი არ გვყავდა არც მაშინ,
მაშინაც H ჯგუფში იყო ესპანეთი, თამაში სამხრეთ აფრიკა – მექსიკა იყო
პლეიოფში პორტუგალიას მოვუგეთ 1 გოლით და მაშინაც ნახევარფინალში პრაიმ გერანიას შევხვდით, სასწაული იყო გერმანია იმ წელს დაჟე მარადონას არგენტინას 4-0 უგოო, და პუის კუთხურით მივუგეთ
ეხაცცც კუბარსისს თავს ვწურავვვვვვვ ნახ ფინალში…
ძმა, მარადონას არგენტინაო ისე დაწერე, გეგონება ყველას და ყველაფერს ბრდღვნიდა ის არგენტინა 😁
გერმანიამდე ძან მარგად თამაშობდა, არ გახსოვს? ჯგუფში ბლლმად გოლები აგდო, მერე მექსიკას საკაიფოდ მოუგო და მერე ეგრევე გერმანია დაეტაკა და იმან ქვა ქვაზე არ დატოვა. დაჟე მაგ გერმანიამ ინგლისიც ამოტენა საკაიფოდ
ნუ, გერმანიასთან ძაან კი გაფარჩაკდნენ, თან ლეოს უგულობა მახსენდება მაგ მსოფლიოზე, ასე რო მაგ ფორმაციის ნაკრებს არაფრად ვთვლი რეალურად რა. არადა ამ დროს რესურსი კი იყო, მარა ნარკომანი მარადონას მაგიერ ვინმე სხვა მწვრთნელი სჭირდებოდათ. მე კი მესის მიუხედავად მაგ მსოფლიოზე ესპანეთისკენ ვიყავი, ნუ მართლა საოცარი ნაკრები იყო, ჩავი-ინიესტა, წინ ვილა, უკან ჩვენი დაცვიდ ბურჯი პუიოლი, ფინალში დონ ანდრესის გატანილი გოლებიც ერთი კაიფი იყო ჩემთვის.
მე სუ ესპანეთის ფანი ვიყავი.
მესისმსკფლიო მინდოდა სუ
ეხაც არგენტინა – ესპამეთი მინდა ფინალი რო მშვიდად ვუყურო
მეგობარო შენ სხვა ჩემპიონატს ხომ არ გიყურებია პარალელურ სამყაროში ?
რა ფინიშერი არ ჰყავა 2010 ესპანეთს ? ვილია ვინ იყო ? ვილიაზე მაგარი ფორვარდი ფეხბურთის ისტორიაში ბევრი არაა და ის, რომ ვილია გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ იყო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთს ფინიშერი არ ჰყავდა. კაცი მსოფლიო ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მთელი ჩემპიონატი გაუშვეს ერთი გოლი და ვერა კაი გუნდიო 😂 რას აღარ წაიკითხავ აქ ბიჭო😂😂 რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ აწვებიან საკმაოდ პრაგმატულ ფეხბურთს მაგრამ კარში დარტყმები დაითვალეთ აბა კურტუას მინიმუმ სამი კარგი სეივი დაუმატეთ✌🏻პედრი ვერა ფორმაში და რა მერე 22 წლის პირველად ვერა ფორმაში და ვსიო ჩამოწერეს 😂 ვიტინიაზე ვენებს იხსნიდა სასტავი და ნევეშებზე რამე ქნეს საერთოდ თავის ბრუნოთი?😂
არა, გეთანხმები თითქმის ყველაფერში, მარა ეს ესპანეთი რო არაა ის რაც ორი წლის წინ იყო ეგ მგონი არაა სადავო, იქ ნიკო ფორმაში იყო და დაფრინავდნენ ერთად ეგ და ლამინი, ეს ოიარსაბალი ცალკე კატასტროფაა, სულ მერინო ვერ უშველით, იმედია გავა ფინალში, მარა საფრანგეთი ოდნავ ფავორიტი მგონია მე.
იმიტომ რომ არა ფორმაში იამალი ვილიამსი ახლა გამოვიდა პედდიც ვერა ფორმაში და ეს აისახება სამაგიეროდ გოლს არ უშვებენ.
არგენტინის მსოფლიო მინდა მე, ბარემ მეორე მსოფლიო წამოიღოს ლეომ. ამ ესპანეთ კი ყველაფერი წინ აქვს, ახლა თუ არა, მომდევნო მსოფლიოზე ეყოლებათ საჩემპიონო გუნდი.
ეს ესპანეთი ნამდვილად არაა რაც ორი წლის წინ იყო, თუმცა დღეს მაინც კლასით მოიგოს, რაცარუნდა იძახონ მიზეზები, ბელგიაზე ძლიერი ნაღდად არის. აი საფრანგეთთან გაჭირდება საქმე ნამდვილად, ძაან უნდა მოინდომონ რო ფინალში გავიდნენ.
იიი ალაფელი მცველი არა კუბარსი ვანდევენები და მაგენი ჯობიაა 😂😂😂
პედრი შემოვიდა და აჯვამს თამაშში. ბელინგემს ჯობიაო რომ იძახით ბელინგემი ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა კეინის მერე, ამაზე მეტს კიდე მერინო აკეთებს 5 წუთში.
მაგ ინგლის გაუდო ევროზე ფინალში… წელს ვერაა ხოდზე აშკარაა და რა უნდა დააკნინო?? მესისაც ჰქონი ჩავარდნები და რა რონალდუ ჯობია?? რაშედარებაა ეხლა ეგ კაცი ფორმაში არაა ტრამვიანობს და ყვერი ბელინგემი აჯობებს იასნია გოლზე დაგეშილია და შეტევებზე ფერმინივით
სადაც დაიჭირა ყველგან ი.არა არადა პედრიმ ბელინგემი, ერთი იყო ჩავის დროს რო გაუვარდა გოლები თორე იმ მატჩშიც ჯობდა, და შარშან პირველ მატჩში ბერნაბეუზე, მანდ იყო პედრი თუ არა ზუსტად არც მახსოვს, დანარჩენი ყველგან პედრიმ არ გაახარა და რავიცი რეები იწერება არ ვიცი კაროჩე.
საერთოდ რაშუაშია პედრისთან ბელინგემი ერთი დირიჟორია მეორე შემტევი 😂😂😂
მაგარი ჩაკლეებულია ეს პედრი ხანდახან და იმედია ბარსაშიც არ გადმოყვება
მგონი უ და დავკოდოთ პედრი და იამალი
რაც იმ გოგოსთანაა სუ გამოშტერდა… 😂😂😂
ლაპორტი ბრავოო ეს როგორ არ უნდა მოიყვანო ბიჭო სულ 8 ! მილიონი უწერია ტრანსფერზე და თანაც ბასკია ინიგოსავით
9-ზე მეტად კაი ცენტრ მცველი მინდა და იმენა ლაპორტი.ეგ მოიყვანონ და ოდნავ დაცვა დაწიოს. იმენა შევჭამთ ყველას
Ესპანეთს ასეთი უფანტაზიო თამაშით შანსი არ აქვს საფრანგეთთან
პირიიქით, ბურთს არ დაანახებს საფრანგეთს 😂
ლაპორტი მაინც მოიყვანეთ!
ოლმო ძაან მაგარია, ამ კაცს ფერმინი როგორ უნდა ამჯობინო?
ოლმო რაც ნაკრებშია იმის 70% რომ იყოს კლუბში რა გვიჭირს😂😂😂
კუბარსი რა პასებს არიგებს…
თავდაჯერებულად გამოიყურება ინიგოს წასვლის შემდეგ პირველად ! ემერიკ ლაპორტის გვერდზე
ჰოო შეცდა გოლის მომენტში
ძალიან სწრაფი შეტევა გვეყოლება პრესინგზე განსაკუთრებით ბრავო
ეხლა მთავარია ხულიან ალვარესის ტრანფერიც დავხუროთ (ნუ სხვას არ განიხილავენ თორე პირადად მე ოსიმენი უფრო მინდა მოიყვანონ) და მცველების ტრანსფერებზე გადაერთონ ერთი ფლანგის და ერთი ცენტრალური მცველი უეჭველი გვჭირდება თუ არჩევანი მიდგება ცენტრალური მცველი უნდა მოიყვანონ ულაპარაკოდ მე პირადად გუსტოს და ლისანდრო მარტინესს მოვიყვანდი
ლისანდრო დონეა კი, მარა სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს და ეგეთი ხო ისედაც გვყავს კრისტენსენის სახით. ვან დე ვენი გამისწორდებოდა მე ლიჩნად.
ინიგო გახდა თავისუფალი აგენტი და დააბრუნონ ეგეც ვან დევენი მეც მომწონს მარა თუ მოყვანაა ლისანდრო მირჩევნია იქნებ გერმანულმა ფიზ მომზადებამ უშველოს
ცენტრალური მცველი და ფორვარდი თუ არ ვიყიდეთ, ადეიმი და გორდონი ვერაფერს გვიშველიან, დაიმახსოვრეთ. კი ბატონო სეზონი გრძელია და როტაციაში რაც მეტი არჩევანი იქნება, მით უკეთესი, თუმცა ლევის შემცვლელი და ერთი მაღალი დონიც მცველი თუ არ ვიყიდეთ, შეიძლება ლა ლიგაც ვერ მოვიგოთ.