უბრალოდ ტიტო, უბრალოდ გმირი…

უბრალოდ ტიტო, უბრალოდ გმირი…

ტიტო ვილანოვა

ფრანცესკ ვილანოვა ი ბაიო დაიბადა 1969 წლის 17 სექტემბერს, Bellcaire d’Empordà–ში, გირონაში, ბარსელონას ჩრდილო–აღმოსავლეთში. მას მოფერებით ტიტოს ეძახიან. სწორედ ამ სახელითაა იგი ცნობილი მთელ მსოფლიოში, ტიტო ვილანოვა.
ტიტომ “ბარსაში” ვერა, მაგრამ “ბარსა ბ”–ში თამაში მაინც მოახერხა (1988–1990). მის მხარდახარ “ბარსელონას” ახლანდელი დამრიგებელი, პეპ გუარდიოლა ასპარეზობდა. ტიტომ ნახევარმცველი გახლდათ. მან 52 მატჩის ჩატარება და 6 გოლის გატანა შეძლო. 1990 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც გუარდიოლა პირველ გუნდში გადაიყვანეს, ტიტო ვილანოვას კარიერა “ბარსაში” დასრულდა.
1991 წელს, ვილანოვა “UE Figueres”–ში გადავიდა, მაგრამ პრიმერაში მოხვედრა ვერ მოახერხა. 1992 წელს “სელტა ვიგოს” ლურჯ–თეთრი ფერები მოირგო. შემდეგ იყო “ბადახოსი”, “მალიორკა”, “ლეიდა”, “ელჩე” და “გრამანეტი.”
ტიტომ კარიერა 2002 წელს, ზემოდხსენებულ “გრამანეტში” დაასრულა.
ცოტა დასვენების შემდეგ ვილანოვა “ტერასას” ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა.
ამის შემდეგ კი 2007 წლამდე “ბარსა ბ”–ში, გუარდიოლას ასისტენტად მუშაობდა. მისი საფეხბურთო კარიერა მას მწვრთნელობაშ გამოადგა. იგი ძალიან კარგად იცნობდა “სეგუნდა ა”–სა და “სეგუნდა ბ–ს”, რაც “ბარსა ბ”–ს მწვრთნელისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ. როდესაც გუნდი “სეგუნდა ბ”–ში გადავიდა, პეპმა ასეთი რამ თქვა: “მადლობა ტიტო ერთგულებისთვის, შენ გქონდა ბევრი შემოთავაზება, მაგრამ შენ ყველაფერს”ბარსაში” დარჩენა ამჯობინე.”
2007–2008 წლებში, ბევრი მსჯელობის შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფრანკ რაიკაარდი, პეპ გუარდიოლას უნდა შეეცვალა. პეპ გუარდიოლას და ტიტო ვილანოვას გუნდმა 7 უდიდესი ტიტული მოიპოვა! ეს კი არის ძალიან დიდი მუშაობის, გამარჯვების სურვილისა და კანტერას ნდობის დამსახურება. ვილანოვას აღზრდილი ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პიკე, მესი, პედრო, ბოიანი და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა ნიჭიერი ახალგაზრდა.
ტიტო ვილანოვა – თავმდაბალი, მუყაითი, დიდებული ადამიანი, რომელიც “ბარსას” ზურგს უმშვენებს.
უბრალოდ ტიტო, უბრალოდ გმირი…

წყარო: FCBarcelona.Cat

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward