workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო რამოსი: “ჩვენი “ბარსელონასთან” შედარება ძალიან ადრეა”

სერხიო რამოსი: “ჩვენი “ბარსელონასთან” შედარება ძალიან ადრეა”

მადრიდის “რეალის” განაპირა მცველმა სერხიო რამოსმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა მისი კლუბის შესახებ და განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” კატალონიურ “ბარსელონასთან” შედარება ჯერ-ჯერობით არ შეიძლება.

ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველის აზრით მისი გუნდი დღეისათვის არ არის სათანადო ფორმაში, რომ მათი შედარება “ბარსელონასთან” მოახდინონ. მადრიდის “რეალმა” ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ბალეარის  კუნძულებზე გამართულ მატჩში, თამაშის ხარისხი ძალიან შორს იყო შარშანდელი კლუბის თამაშთან, მათ პელეგრინისეული  კომბინაციების გათამაშება ძალიან უჭირდათ.

“რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გაგვეხარდებოდა ჩემპიონატის სამი ქულით დაწყება, მაგრამ ამისათვის მხოლოდ სურვილი არ კმარა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი თამაშის გამოსასწორებლად, ძალიან ადრეა ჩვენი ვინმესთან, განსაკუთრებით კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან შედარება და იმის მტკიცება თუ ვინ უნდა იყოს წინ და ვინ უკან. ჯერ-ჯერობით “რეალს”  ბევრი რამ აქვს უკეთ გასაკეთებელი.”

  ისევე როგორც ყველა მადრიდის გულშემატკივარს, სერხიო რამოსსაც დიდად ეიმედება ჟოზე მაურინიოს ფაქტორი, წელს მადრიდის “რეალის” მთავარი იმედი ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.  შარშანდელისაგან განსხვავებით, როცა ეს ფუნქცია ორ მსოფლიოს სუპერვარსკვლავს რიკარდო კაკასა და კრისტიანო რონალდოს ქონდათ გადანაწილებული.

მადრიდის “რეალის” განაპირა მცველმა სერხიო რამოსმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა მისი კლუბის შესახებ და განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” კატალონიურ “ბარსელონასთან” შედარება ჯერ-ჯერობით არ შეიძლება.ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველის აზრით მისი გუნდი დღეისათვის არ არის სათანადო ფორმაში, რომ მათი შედარება “ბარსელონასთან” მოახდინონ. მადრიდის “რეალმა” ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ბალეარის  კუნძულებზე გამართულ მატჩში, თამაშის ხარისხი ძალიან შორს იყო შარშანდელი კლუბის თამაშთან, მათ პელეგრინისეული  კომბინაციების გათამაშება ძალიან უჭირდათ.”რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გაგვეხარდებოდა ჩემპიონატის სამი ქულით დაწყება, მაგრამ ამისათვის მხოლოდ სურვილი არ კმარა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი თამაშის გამოსასწორებლად, ძალიან ადრეა ჩვენი ვინმესთან, განსაკუთრებით კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან შედარება და იმის მტკიცება თუ ვინ უნდა იყოს წინ და ვინ უკან. ჯერ-ჯერობით “რეალს”  ბევრი რამ აქვს უკეთ გასაკეთებელი.”

ისევე როგორც ყველა მადრიდის გულშემატკივარს, სერხიო რამოსსაც დიდად ეიმედება ჟოზე მაურინიოს ფაქტორი, წელს მადრიდის “რეალის” მთავარი იმედი ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.  შარშანდელისაგან განსხვავებით, როცა ეს ფუნქცია ორ მსოფლიოს სუპერვარსკვლავს რიკარდო კაკასა და კრისტიანო რონალდოს ქონდათ გადანაწილებული.

წყარო: soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში