workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “მე არ ვარ ტურეს შემცვლელი”

მასკერანო: “მე არ ვარ ტურეს შემცვლელი”

კატალონიის “ბარსელონას” სულ ახლახანს შეძენილი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ არგენტინელი ნაყიდია იმისათვის, რათა მან შეცვალოს აწ უკვე ყოფილი “ბლაუგრანას” ნახევარმცველი იაია ტურე.

“ჩვენ ყველამ ვიცით თუ რაოდენ მაღალი კლასის ფეხბურთელია ტურე, მაგრამ “ბარსელონაში” არ გადმოვსულვარ მისი შემცვლელის რანგში. მე არც მეტი ვარ ტურეზე და არც ნაკლები. მთავარია მთელი ჩემი ენერგია დავხარჯო და დავეხმარო კლუბს ტიტულების მოპოვებაში. რაც შეეხება კატალონიურ გრანდში ადაპტაციის გავლას, ეს ჩემზეა დამოკიდებული. თანაგუნდელებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს აკეთებენ, რათა დამეხმარონ გუნდთან შეწყობაში.” –ციტირებს მასკერანოს სიტყვებს მადრიდული Marca.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში