“ბარსელონას” ყოფილმა და “შახტიორის” ახლანდელმა მცველმა დიმიტრი ჩიგრინსკიმ ისაუბრა თუ ვინ არის ლიდერი კატალონიურ კლუბში.
“მე ამაზე ბევრს ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილებამდეც მივედი. როგორც იცით უმრავლესობა გუნდებს ჰყავთ ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება. მაგრამ “ბარსაში” ყველაფერი სხვანაირადაა. იქ ყველა ლიდერია. ჩვენთან, დონეცკში ამბობენ, რომ ვერ ვიპოვეთ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის გადარჩენა შეეძლებაო. კატალონიაში ასეთ რამეს არ იტყვიან. ვიქტორ ვალდესი ბრწყინვალე მეკარეა, თუმცა წესით გოლკიპერი ლიდერი ვერ იქნება, მაგრამ მოედანზე იგი ყოველთვის შესანიშნავ ხასიათზეა და შეუძლია თანაგუნდელს დაეხმაროს ფსიქოლოგიურად. იქ ყველა მეგობრულია. აი მოგიყვანთ სულ უბრალო მაგალითს: როდესაც ვალდესი, პუიოლი და ჩავი კატალონიურად ერთმანეთს ელაპარაკებიან, თუ მათთან ვინმე მივა ან გვერდზე ჩაუვლის, ისინი იმწამსვლე ესპანურზე გადადიან, რათა იმ ვიღაცამაც გაიგოს თემა, რაზეც საუბრობენ. როცა “ბლაუგრანაში” ვთამაშობდი ხელმძღვანელობიდან დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული ყველა პატივს მცემდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. “ბარსელონა” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. დიდი მადლობა ლაპორტას. დიდი მადლობა გვარდიოლას. დიდი მადლობა ხელმძღვანელობას და ყველაზე მთავარი: დიდი მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რომლებიც მეხმარებოდნენ ყველაფერში. გაუმარჯოს კატალონიას.” ციტირებს ჩიგრინსკის სიტყვებს უკრაინული გაზეთი “სპორტი დღიდან დღემდე”.
წყარო: championat.ru
