30 ივნისი “ბარსელონას” სპორტული და ეკონომიკური დაგეგმარებისთვის საკვანძო თარიღია. კატალონიური კლუბი გადამწყვეტი დღის წინაშე რამდენიმე მიზეზის გამო დგას: ეს იქნება ბოლო დღე, როდესაც დახურული გარიგებები მიმდინარე სეზონის ეკონომიკურ ბალანსში აისახება. ამასთან, ამ თარიღის შემდეგ ზოგიერთი ტრანსფერის ფასი გაიზრდება და, გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება. ყოველივე ეს კლუბს აიძულებს, დააჩქაროს მოქმედებები, რათა ფინანსური წლის დახურვას შესრულებული სამუშაოს დიდი ნაწილით შეხვდეს.
ყურადღების ცენტრში: გუნდიდან წასვლები
ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი გუნდიდან წასულების საკითხს ეთმობა. ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი ფუნდამენტურია კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მანევრირების მეტი სივრცის მოსაპოვებლად. მაგიდაზე რამდენიმე კონკრეტული სახელი დევს: ანსუ ფატი, რუნი ბარდჯი, მარკ კასადო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ინიაკი პენია.
ანსუ ფატის შემთხვევაში, “მონაკომ” 11 მილიონ ევროს გამოსასყიდი ოფციის გააქტიურების სურვილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა. მიუხედავად ამისა, გარიგების დასახურად გარკვეული დეტალებია მოსაგვარებელი. ორივე კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს მომავალი გაყიდვიდან იმ პროცენტზე, რომელსაც “ბარსელონა” დაიტოვებს, ასევე შესაძლო გამოსყიდვის პუნქტის ჩართვაზე, რაც კლუბს საშუალებას მისცემს, თავდამსხმელის მომავალზე გარკვეული კონტროლი შეინარჩუნოს.
ღია რჩება მარკ კასადოს სიტუაციაც. ნახევარმცველი საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა ალტერნატივას განიხილავს. ამასობაში, რუნი ბარდჯის პროგრესის გასაგრძელებლად გუნდიდან წასვლა სურს (სავარაუდოდ, იჯარის სახით), თუმცა მისი დანიშნულების ადგილი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ინიაკი პენიას ტრანსფერი გარდაუვალია
კიდევ ერთი ძალიან დელიკატური საკითხი ტერ შტეგენს ეხება. გერმანელი მეკარე რჩება ერთ-ერთ სახელად, რომელიც ყველაზე დიდ გაურკვევლობას იწვევს. მის შემთხვევას ემატება ინიაკი პენიაც, რომლის წასვლაც გარდაუვალი ჩანს. ალიკანტელი მეკარე “პანათინაიკოსში” გადასასვლელად და “ბარსელონაში” თავისი ეტაპის დასასრულებლად ბოლო დეტალებს აგვარებს. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოცხადდება.
შენაძენები და ხორხე სალინასი
რაც შეეხება შენაძენებს: “ბარსელონას” ხორხე სალინასის სახელი მკაფიოდ აქვს მონიშნული. კლუბი ამ ოპერაციას სტრატეგიულად მიიჩნევს და მის 30 ივნისამდე დასახურად მუშაობს. მიზეზი წმინდად ეკონომიკურია: ამ თარიღამდე ტრანსფერის დასრულება შესაძლებელია ოთხიდან რვა მილიონ ევრომდე თანხით, მაშინ როცა პირველი ივლისიდან მისი გამოსასყიდი პუნქტი 16 მილიონამდე გაიზრდება.
კონტრაქტების ამოწურვა
და ბოლოს, მომავალი კვირის სამშაბათს კლუბთან კონტრაქტი ოთხ მოთამაშეს უმთავრდება. ლევანდოვსკი უკვე დაემშვიდობა “ბარსელონას”, ხოლო სპორტულმა დირექციამ გადაწყვიტა, მარკუს რაშფორდის გამოსასყიდი ოფცია არ გაააქტიუროს.
განსხვავებული სცენარია კრისტენსენისა და კანსელუს შემთხვევაში. დანიელ მცველს მაგიდაზე განახლების შეთავაზება უდევს, რომელსაც ხელი, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში მოეწერება. უფრო რთულია პორტუგალიელი ფლანგელის სიტუაცია, რომლის მომავალიც გარიგების ეკონომიკური მოთხოვნების გამო კვლავ გაურკვეველია. “ბარსელონა” გადამწყვეტი ათვლის რეჟიმშია. სპორტული დირექცია და ეკონომიკაზე პასუხისმგებელი პირები დროს ებრძვიან.
რამე არ მიქარონ
30 ივნისამდე 1 კვირა დარჩა, ესენი ყველგან როგორ აგვიანებენ.
მაინც მგონია, რომ არაუხო-ფერანის მოშორება იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი, ანსუს და კიდევ იჯარით მობრუნებულების ჩათვლით;
ანსუ 11,შტეგენი, პენა და “დავიწყებულები” უფასოდ ან 5-5; არაუხო-50, ფერანი 40, ბალდე 40; ბარდჯი 30
ეს 190 ლიმონია; სანინასი-8, კანსელო 12, ცენტრში იტოვებ კრისტენსენს+კუბარსი,მარტინი,კორტესი და FB გარსია; აქეთ კუნდე-ესპრატი, ფორტიც კიდევ;
გრჩება 170 ლიმონი და რაღაცას იზამ, სერესო ადგება ბოლოს და ბოლოს, 120-ში გამოგატანს მაგ ბიჭს; გყავს სკამისთვის ჰამზა და შეცვლის ხოლმე, რომ რამე ფლანგისთვის ვირჯილს დაიბრუნებ და გორდონს დაასვენებს ხოლმე, აქეთ კიდევ ლამინეს ბ-დან ვინმე დუბლიორს ამოუწევ, ან რომელიმე ვეტერანს მოიყვან უფასოდ(ან ხურდებში);
ნიჭი+შეთამაშება+სტილის შეგრძნება, ეს ბევრად მნიშნელოვანია, ვიდრე ტრანსფერის ხმაურიანობა;
რონალდინიო არ ჩანს ჰორიზონტზე, ერთი იყო თაობაში და ისიც ჩვენ გავზარდეთ, ვიღა უნდა იყიდო? უძახეთ ეხლა დეკოს ჟმოტი;
9-იანი, ესაა პირველ რიგში საჩალიჩო, ხულიანი ან ვინმე მკვლელი, რომელსაც ვერ ვხედავ;
ჰალანდი და კეინი დავივიწყოთ, დიოკერეში სხვა მანერისაა, შეშკო ხეა, ისაკი 150-ზე ნაკლებად ვერ გამოვა
რაფინია არც გაყიდე არც დატოვე😂
როგორ გირჩევნია? გავყიდო თუ დავტოვო?
დატოვება იცი რატომ მირჩევნია? ჯერ კარგ ასაკშია, სულია, გულია, ჟიკლაა, კლასია, შესრულებაა…
ორივე ფლანგზე კარგია, თუ რამინა დაიღლება ან შეცვლა მოუწევს, გადმოწევ მარჯვნივ და არც დაშავდება რამე;
თუ გაიგიჟა თავი წასვლაზე, ვალები მაქვსო თუ დაიწყოდა არაბეთში გაიქცა, მაშინ სჯობს 80 ლიმონი ავიღოთ, მადლობა ვუთხრათ და გზა დავულოცოთ;
4 სეზონი ჩაატარა გუნდში, 75 შეაგდო და 60-მდე საგოლე პასი გააკეთა, მათ შორის “იმ” ჩავარდნილ, დაცვით სეზონშიც…
ფლიკთან კიდევ ძალიან კარგია, ანუ თუ წავა მადლობა და ფულს აიღებ, პროფიციტში დარჩები და ფლანგზე გორდონი-ვირჯილს დაეყრდნობი, მაგ ლოგიკით 250 ლიმონს იღებ, მიაშავებ 150 სერესოს და წამოიყვან იმ ბიჭს
ფერანი 40? 😂 ხვალვე რიგი დაუდგებ 60 მილიონად ინგსილური კლუბების ხუმრობთ? 😂 აარაუხოს არავინ იყიდის! არც ბადრიჯანაში გადაიხდის ვინმე მაგდენს.ეგრე ადვილი რომ იყოს ფიფას კარიერასავით ყიდვა გაყიდვა რაღა გვიჭირდა 😂😂✌🏻
ყიდვა – გაყიდვა ეგ ლაპორტასთვისაა რთული, არაპროფესიონალებით სავსე ბორდი რომ ყავს თუარა ვინც საქმე იცის მაგათვის ადვილია ყველაფერი. ტიპებმა გორდონი 80 მილიონად მოგვყიდეს :დ არადა 50მლ მაქსიმუმ მაგის ფასი. გრიზმანი აჩუქეს ატლეტიკოს, სუარესს აღარ გავიხსენებ, რამდენი ერთი ვთქვა.
ძალიან მტრული გარემოა, როდესაც ვინმე ისე ვერ თამაშობს, იციან, რომ სუსტი რგოლია და კლუბს მისი ჩანაცვლება მოუნდება, არადა შესაძლოა სხვა კლუბში კარგად გაიხსნას(დემბელე თუნდაც, კოუტინიო და სხვ.) ან ისეთი, ვის კლასშიც ეჭვი ვერ შეგეპარება(ჯეკა,გრიზმანი), მაგრამ “ნულოვან ჯამს” გეთამაშებიან, დედაზე ადრე მორთულ-მოკაზმულები… მაგალითისთვის: არაუხო, 27 წლის მცველი სწრაფი ძლიერი, ლიდერის თვისებებით, 1.92 სიმაღლის, გამოცდილი, საუკეთესო ასაკის, ვარგა ფლანგზე, ერთვება შეტევებში, 2 სართულზე, დასწრებაზე ძლიერია… ნორმალური გრანდი გადაიხდიდა 60-70, ჩათვლიდა, რომ დროებით აქვს ცუდი პერიოდი(ასეცაა და კლუიბის შეცვლა შველის), მაგრამ ქვეცნობიერში უზით, თუ ბარსას გადაუხდი მცველში 60-70 მილიონს, ის ადგება და მისთვის შედარებით სუსტ პოზიციას გააძლიერებს, მოიყვანს ფორვარდს და შემდეგ დედას მ-ვს…
ასე გყავს ჩასაფრებული ატლეტიკო, სიტი, ლივერი, ჩელსი, ბავარია, ინტერი, იუვე, არსენალი, კიდევ ალბათ სხვებიც… პარადოქსია, მაგრამ უფრო გადამხსელი პსჟ იყო, რომელიც დაკომპლექტებულია უკვე, დაბალანსებული;
დეკო წურავს ტრასფერებს ფლიკთან შეთანხმებით, ფული არ იყო, წესიც გახრჩობდა;
ნუ ეხლა რა შეიძლება? ცოტ-ცოტა, გასაყიდებიდან უნდა მოაგროვო და ისეთი დღე უნდა აუწიო, რასაც პეპი უკეთებდა;
ყველა შეხვდრისას უნდა გაასაზიზღრო, მის საკუთარ გულშემატკივარს რომ შესძულდეს მოედანზე მისვლა, ისეთი დღე უნდა აყარო;
კიდევ კარგი ლა მასია არსებობს, საუკეთესო სარეზერვო გუნდი გვყავს, კიდევაც დაიზრდებიან…
მაგარი ოპტიმისტი ხარ👍 ესეიგი შენც იმ ბანაკიდან ხარ დაცვის გაძლიერება რომ არ გვჭირდება ხო? ოკ ეგ გასაგებია მაგრამ რაც შენ აზხლა ოპერაციები ჩამოთვალე მაგდენი საქმე დეკომ რომ გააკეთო ერთი ხუთი სატრანსფერო სეზონი დაჭირდება ჯიგარო. უბრალოდ ვერ ვხვდები რა გაძკევთ იმის თქმის საფუძველს რომ ლენჩი პორტუგალიელი დატრიალდება და იმდენს იმუშავებს რისი 5% აქამდე არ უმუშავია და მოუფიქრებია? მართლა მაოცებთ თქვენი საღ აზრს მოკლებული ოპტიმისმი. უი ზემოთ უნდა დამეკომენტარებინა, მე მაპატიეთ✌️
დეკო ლენჩი სულაც არაა, თუ გახსოვთ ფეხბურთელობისას, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო; აქ საქმე სხვა რამეშია, რატომ უჭირდა ბარსას ფეხბურთელის გაყიდვა? რადგანაც ხანგძლივადიან გათვლებს აკეთებს ფეხბურთელებზე, ვინც ვერ ზის გეგმებში 100%, ან უფრო სუსტი რგოლია, იმას უსაფრთებიან, რომ უფასოდ ჩაიგდოს ხელში, ინსტინქტის დონეზე აქვთ ასეთი მტაცებლობა, არ ისარგებლებენ თუ ბარსამაც ცოტა მაინც იხეირა, ამას ვუყურებ კაი 10 წელი, ისევ პსჟ უფრო კეთილსინდისიერია სხვებთან შედარებით; საქმე ისაა, რომ ფლიკის ფორმაციის გუნდს მხოლოდ ლიგის მოგება აკლია🏆; რეალს სახით ახეხინეს მწვანე მინდორი რამდენჯერ უკვე; მე ვამბობ ნორმალური სატრანსფერო სიტუაციაში რა იქნებოდა, თორემ სხვა გუბდს მაგ. ფერანში რომ 50 გადაუხდიან, ჩვენ 20 არ მოგცემენ და 10-ზე გვახვეწნინებენ
უეჭველი მოდის ალვარესი იმედია ათამაშდება მთავარია მენტალურად მზად იყოს ბარსაში სათამაშოდ🙏🏻
სადმე დაიდო რამე ინფორმაცია?
ენტონი გორდონი კარგი ფეხბურთელია და არ ვფიქრობ, რომ ცუდი შენაძენი იქნება;
სისწრაფე+, კარგი ფიზიკა-გამძლეობა+, ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა+, კარგი ტექნიკა და კრეატიულობა+, ლიდერული თვისებები+, თუკი ტუხელის გუნდში ძალიან არ ჩანს, ეგ არაფერი, იქ ასე არავინ ჩანს, მძიმე, შედეგის დამდები ნაკრები ჰყავს გერმანელს…
სალინასს რაც შეეხება, თუ ბარსაში უნდა, რეალში არ გაიქცევა, მით უფრო კუკურელა იყიდეს, მენდი-შმენდი-ტრენტი და კიდევ ვინ აღარ ჰყავთ მაგ პოზიციაზე;
თვითგვემას და საკუთარი ფეხბურთელების დაუფასებლობას არ მივესალმები. Q20 არის ფერანი, და კიდევ არაუხო, რომელიც უნდა გაიყიდოს;
აგერ სანაკრებო მატჩში, კუბარსი, ოლმო, პედრი და ლამინე იდგნენ ძირითადში; კაი ფერანი შეცვალზე შევიდა და სხვები სკამზე;
ფერმინი დამტვრეულია და ბერნალი დატოვა, რადგან როდრი-სუბიმენდის გამოცდილებას უფრო ენდო ბოლო მომენტში საყრდენზე, თორემ ისიც ნაკრების წევრია
9-იანი, ეგ საკიტხია მოსაგვარებელი და ატლეტიკოს მტრული დამოკიდბეულება აფუჭევს საქმეს ხულიანის კოყვანასტან დაკავშირებით;
კიდევ ფერანი, როგროც უხერხული ტიპი, რატომ? ტრანსფერში ჩართვაზე რომ დათანხმებულიყო, მადრიდელებს სტატისტიკით დავაბოლებდით, ფერანი+70 დასთანხმდებოდნენ, ნაკრების ფორვარდს ითრევდნენ და ჩათვლიდნენ, რომ დაგვასუსტეს, მაინც ბოლო 2 სეზონის სტატისტიკა სანაკრებოების ჩათვლით 44/14 ურიგოდ არ გამოიყურება
ნუ რეალს რაც შეეხება, 2029 დან იქნება უფრო საშიში, მბაპე წავა მლს-ში და ალბათ ჰალანდს დაითრევენ 🙁
კანსელოსაც ვერ გამოისყიდიან, იქ სალინასს რეალი გააქცუნებს 1 საათში მოაყომარებენ თუ მოუნდათ, ფატის საბოლოოდ არავინაც არ გამოისყიდის და უფასოდ გაუშვებენ ბოლოს და კასადოს ლარად გაყიდიან. ფინანსების დიდი რესურსი დახარჯეს საშუალო დონის მოთამაშეში რომლის აუცილებლობაც არ იყო, გაცილებით უკეთესს იყიდიდნენ მაგ ფასში. მოკლედ დეკო/ლაპორტა გამოიწერენ ოჯახების გინებას ბოლოს. რა იციან ამ ზაფხულს 1 თვიანი დაკვირვებები თქვე დედამ…ლებო აგერ 1 საათში დახურა კუკურელიას და სილვა ტრანსფერები. ვინ ყავთ იმათ ამისთანა? არც არავინ, ჩვეულებრივი ტიპები. ჩვენ გვყავს უბრალოდ იმენა ჩოილარები. დეკო არა შმეკო
აბა ესენი სილვას მოყვანას როგორ იკადრებდნენ სილვა და ჭ კლასის ფეხბურთელებს როდის იყო იმატებდნენ? აქეთ გვეხვეწებოდა სილვა ოთხ მილიონადაც თანახმა იყო ოღონდ გადმოსულიყო და ესენი უარზე იყვნენ სკამზე არ დაჯდებაო, ის კი არ ახსოვდათ მაგის პოზიციაზე კასტილიანი ოლმო და არასტაბილური ფერმინი რო ყავთ. ადგა რეალი და ეგრევე გაიფორმა უმაღლესი დონის გამოცდილი უნივერსალი ფეხბურთელი უფასოდ, ესენი კიდე იწელებოდნენ სილვას იწუნებდნენ ტფუი.
კანსელუ უნდა დარჩეს
მაგასაც ვერ იზამენ ეს ღვერის კაკლები