პეპ გვარდიოლამ გუნდი შეაქო. იგი კმაყოფილია კატალონიის “ბარსელონას” პირველი ჩატარებული შეხვედრით ესპანეთის ჩემპიონატში.
“დასაწყისისთვის შესანიშნავი იყო. მინდა შევაქო ჩემი გუნდი. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვითამაშეთ კარგად როგორც შეტევაში, ისევე კარგად ვიცავდით კარს. მინდა შევაქო ვიქტორ ვალდესი განსაკუთრებით, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩააატარა. გააკეთა რამდენიმე ძალიან კარგი სეივი და მოიგერია თერთმეტმეტრიანი, რომელიც მაშინ გუნდისათვის ფსიქოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე მინდა ვისაუბრო ინიესტაზეც, რომელმაც კვლავ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ძალიან მძიმე წელიწადი ჰქონდა, იგი ამის შემდეგაც ფორმაშია. რაც შეეხება იბრას, იგი მართლაც, რომ “მილანში” წავიდა არენდით. ჩვენ მასთან ერთად 5 ტიტული მოვიგეთ, პირადად მას წარმატებებს ვუსურვებ” – დაასრულა გვარდიოლამ.
წყარო: fcbarcelona.cat
