გუშინ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით ერაყის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გამართა.
ლა კორუნიაში გამართული დაპირისპირების ეპიცენტრში “ბარსელონას” ფეხბურთელები მოექცნენ.
“ბარსელონელებიდან” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ჟოან გარსია, გავი, მარკ ბერნალი, ფერან ტორესი და დანი ოლმო. შეცვლაზე შევიდა ერიკ გარსია, ხოლო პაუ კუბარსი სათადარიგოთა შორის დარჩა.
შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურით უკვე 25 გოლი დაუგროვდა. 10 წუთში კი, მერჩას დოსკის შორეულ დარტყმას ჟოან გარსიას უხეში შეცდომა, ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის საბოლოო შედეგის დაფიქსირება მოჰყვა.
ჟოან გარსიას ამ შეცდომის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მისი პირველი მეკარეობის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბებიამაგათისამ რაა სიმონს ვაფშე სკამს არ გავაკარებდი ისეთები აკეთა ბილბაოში, და აი რაია კიდე ხოო შესაძლოა თუმცა 1 შეცდომა ისიც ამხანაგურში კიარა ნოიერსახ მოსვლია და ბუფონსაც უშეცდომო არავინაა
Ფერანმა კარგი გოლი შეაგდო. Მსოფლიოზე კარგი თამაში თუ ექნება მისი ფასი გაიზრდება იქნებ ალვარესის ტრანსფერშიც ჩავრთოთ