workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას რეკორდები ლა ლიგის სეზონში

ბარსელონას რეკორდები ლა ლიგის სეზონში

2025/26 წლების სეზონი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ნამდვილად დაუვიწყარია. ეპიკური გამარჯვებები, ბოლო წუთებზე გატანილი გოლები და მომენტები, რომლებიც მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ჰანსი ფლიკის გუნდის შესანიშნავი სეზონის განმავლობაში არაერთი რეკორდი დამყარდა. ახლა რამდენიმე მათგანს გადავხედავთ.

ქულების მაქსიმუმი საშინაო კედლებში

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა “ბარსელონას” მიერ საშინაო არენაზე 19-დან 19 მატჩის მოგებაა. 100%-იანი მაჩვენებელი სამ სტადიონზე გადანაწილდა: “იოჰან კრუიფის სტადიონი”, “ოლიმპიკო” და “სპოტიფაი კამპ ნოუ”. 57-დან 57 ქულა — უკეთესი საშინაო სეზონის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია.

საუკეთესო მოგებათა სერია ფლიკის ხელმძღვანელობით

2025/26 წლების სეზონში “ბარსელონამ” გერმანელი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ საუკეთესო მოგებათა სერია გამოაცხო. თებერვალში “ლევანტესთან” 3-0 მოგებიდან “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ელ კლასიკოში” “რეალ მადრიდის” დამარცხების ჩათვლით “ბლაუგრანამ” ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა.

მეორე საუკეთესო გოლების სერია მატჩებში

“ბარსელონა” შემტევი გუნდია, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. 2024 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე, ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 55 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა, რაც ოდნავ ჩამორჩება “ბლაუგრანას” მიერ 2012 წლის თებერვლიდან 2013 წლის ოქტომბრამდე დამყარებულ 63-მატჩიან რეკორდს.

ლამინ იამალი და ფერან ტორესი სარას ჯილდოს იგებენ

2005 წელს ტელმო სარას ჯილდოს დაარსების შემდეგ, ჩემპიონატში საუკეთესო ესპანელი ბომბარდირის პრიზი “ბარსელონას” არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა მოგებული. თუმცა, 2025/26 წლების სეზონში ფერან ტორესმა და ლამინ იამალმა ეს ჯილდო გაიყვეს, თითოეულმა მათგანმა 16 გოლი გაიტანა.

900 გამარჯვება “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ლა ლიგაში

აპრილში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ესპანიოლთან” გამარჯვებით, ბლაუგრანამ სტადიონის გახსნიდან 69 წლის განმავლობაში ამ არენაზე თავისი მე-900 მოგება დააფიქსირა.

5 000-ზე მეტი ქულა

2025/26 წლების სეზონში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ვილიარეალთან” მატჩი, ლამინ იამალის ჰეთ თრიქის წყალობით, 4-1 გამარჯვებით დასრულდა. ამავე შეხვედრაში “ბარსელონამ” ლა ლიგაში 5 000-ქულიანი ზღვარი გადალახა.

106-106 ყველა დროის “ელ კლასიკოში”

ესპანეთის სუპერ თასზე და ლა ლიგაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” მოპოვებული გამარჯვებებით, “ბარსელონა” გამარჯვებების საერთო ისტორიულ მაჩვენებელში მეტოქეს გაუთანაბრდა. ოფიციალურ “ელ კლასიკოებში” ახლა ორივე გუნდს 106 მოგება აქვს, “ბარსელონას” ანგარიშზე 441 გოლია, ხოლო მადრიდის “რეალის” – 444.

ლამინ იამალი, თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ

ჩემპიონატში ლამინის 16 გოლი და 11 ასისტი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე და გასაკვირი არ არის, რომ მისმა თამაშმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოუტანა. ნოემბერში, დეკემბერსა და აპრილში ლა ლიგამ თინეიჯერი თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 01 ივნ 2026, 16:20
    #3

    ჟოზეს რეალი უნდა გავხიოთ და გადავასწროთ!

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 01 ივნ 2026, 14:47
    #2

    ოფიციალურ “ელ კლასიკოებში” ახლა ორივე გუნდს 106 მოგება აქვს, “ბარსელონას” ანგარიშზე 441 გოლია, ხოლო მადრიდის “რეალის” – 444.
    ისე ამხანაგურებიც რო მიათვალონ, საკმაოდ წინ გავალთ.

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 01 ივნ 2026, 10:57
    #1

    წარმატებები ბარსას აბაა ბევრი კაი ტრანსფერი და ჩემპიონთა ლიგა როგორც ეს ლუჩომ გააკეთა ზედიზედ ორჯერ მინიმუმ