“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია. ზედიზედ მეორედ, სულ კი 29-ედ.
ცოტა ხნის წინ დასრულებულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” ფრეც ჰყოფნიდა იმისათვის, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება შეენარჩუნებინა. თუმცა რატომ ფრე, როდესაც შესაძლებელია მოგება?
ვერ ვიტყვით, რომ “ბლაუგრანას” გაუჭირდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა უკვე მე-18 წუთზე მოიპოვა. ჯერ მარკუს რაშფორდმა ჯარიმა შეასრულა შესანიშნავად, შემდეგ კი დანი ოლმოს ძალიან ეფექტურ ქუსლით პასს ფერან ტორესმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა.
“ბარსას” უპირატესობა შეხვედრის დარჩენილ ნაწილშიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
პერესი გაცოფებულია, ნეგრეირა და ტებასი აგებინებენო ბარსას.
ასეთი მოსაწყენი კლასიკო მე არ მინახავს
ნამდვილად მასე იყო და ერთი კი გავიფიქრე ალონსოს გაგდებაზე ხომ არ თამაშობდნენ – დიდად არ ეხატებათ გულზე, განსაკუთრებით იმ ცხვირპირგასიებულ კუს.. გასახდელიც კარგად არიეს და ეგ არის რა..ბასტა….;;DDD
გილოცავთ ყველას
ადრე საკუთარ კომენტარს ვერ დაალაიქებდი, ახლა შეგიძლია საკუთარ თავს დაულაიქო თუ დაუგულო. არ ვიცი ეს შეცდომაა თუ სპეციალურად ასე დატოვეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას✊ განახლებულ ნოუკამპზე პირველი ლალიგა, თანაც ელკლასიკოში, ზედიზედ მეორედ მოგება ამ ტიტულის, ყველა ვარიანტში ისტორიული სეზონი გამოდის შიდა ჩემპიონატში ბარსას, ქულებიც საკმაოდ კარგად დაგროვდება საბოლოოდ სულ რომ არ დაიდოს 100 ქულიანი ლალიგა, 91ზე მეტი გვექნება და ეგ არაა პატარა ამბავი, ამდენი ქულით მოგება სერიოზულ დომინაციაზე მიანიშნებს რაც შესანიშნავი ამბავია ასეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, რამდენ ჩვენს მომავალ საიმედო ფეხბურთელს უკვე ორჯერ და სამჯერ აქვს მოგებული ეს ტიტული და ზოგადად ყველა ტიტული ესპანეთის მასშტაბით, რისთვისაც მადლობა ჰანსი ფლიკს და კიდევ მადლობა იმისთვის რომ ამ საღამოს ის ძალა იპოვნა საკუთარ თავში რომ გუნდთან ერთად მდგარიყო, დიდი ტკივილის მიუხედავად ბოლომდე ჩართული იყო თამაშში, ეს უკვე გერმანული ხასიათიც აღარაა ეს ჰანსი ფლიკია და ის ნამდვილად განსაკუთრებული კაცია! ვისკა ბარსა ვისკა ჰანსი!!! 🫶🫶🫶🫶
ჰანსი ფლიკი მართლა განსაკუთრებული “კაცია-ადამიანი”!
ისე ჟოანისთვის პირველი კლასიკო იყო და ისიც კარი მშრალად დარჩა 1 მომენტი და ეგიყო რეალი დღეს🤭🤭🤭
ის ორი გაწევ-გამოწევა რომ არა, ასეთი მოსაწყენი კლასიკო არასდროს მინახავს. რაც იყო, იყო : ლა ლიგის მოგებას გილოცავთ კულეებო 🏆
ფლიკის მდგომარეობა წარმოუდგენელია, ვუსამძიმრებ მამის გარდაცვალებას
გილოცავთ ყველას, იმედია მომავალ წელს ვიტყვით წინაზე უკეთესი წელი გვქონდაო 💙❤️
91 ქულა – 91 გატანილი გოლი