არასდროს ჩემპიონთა ლიგის არცერთ ვერსიაში (კაცების, ქალების, ახალგაზრდული) არ ყოფილა გუნდი, რომელმაც ფინალში გასვლა ზედიზედ 6-ჯერ მოახერხა. სანამ არ გამოჩნდა “ბარსელონას” ქალების გუნდი.
ცოტა ხნის წინ ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებითი თამაში დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” “ბაიერნი” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ანგარიშით 4-2 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 5-3 იმარჯვა და ფინალში გავიდა… ზედიზედ მეექვსედ.
“ბარსელონას” ქალების გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად 2019 წელს ითამაშა, როდესაც “ლიონთან” უშანსოდ, 1-4 დამარცხდა. მომდევნო წელს კორონავირუსის გამო შეცვლილი ფორმატის ტურნირზე “ბარსამ” ერთმატჩიანი ნახევარფინალი “ვოლფსბურგთან” 0-1 დათმო. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ბარსელონას” გარეშე აღარავის უნახავს. 2021 წელს კატალონიელებმა “ჩელსი” 4-0 გაანადგურეს; 2022 წელს “ლიონთან” კიდევ ერთხელ დამარცხდნენ, ამჯერად 1-3; 2023 წელს “ვოლფსბურგთან” პირველი ტაიმი 0-2 წააგეს, მაგრამ საბოლოოდ 3-2 მოიგეს; 2024 წელს, როგორც იქნა, ფინალში “ლიონი” დაამარცხეს, ანგარიშით 2-0. 2025 წელს ფავორიტის სტატუსის მიუხედავად “არსენალთან” 0-1 წააგეს.
წელს “ბარსელონას” ქალების გუნდი მეტოქე კარგად ნაცნობი “ლიონი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალში “არსენალს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. ფინალური დაპირისპირება 23 მაისს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში გაიმართება და მასში ფავორიტი “ბარსელონა” იქნება.
იმედია კაცებიც აყვებიან.
კაცებში გავიდეთ და ამას არ დავეძებ
6 და 6 რომ დაედო მაგრამ მაშინაც და ახლაც ლიონი თესლი კლუბია მაინც მაგრამ არსენალთან არუნდა წაეგოთ.. ეხლა კი იმედია მე 4 ლიგა მოვა ლიონს აბაროტი მეორე ფინალსი გამო უნდა აუღონ რომ გათანაბრდნენ
კარგია ყოჩაღ გოგოებს…თუმცა აქ ზოგი კაცებს, რომ ასხამთ არ არი სასიამოვნო, 10 წელი გავიდა ბოლო ტრიუმფიდან გასაგებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყქნამადრიდის ფანებივით ვიმსჯელოთ, იყო გარემოებები რაც კლუბს აზიანებდა და ხელს უშლიდა, ვალვერდეს შემდეგ ბარსელონას ხავიმდე არც ლი ვიხსენებ, და ეხლა ვნანობ რატომ ვუყურებდინმაშინ ბარსას წვალებას, შავ ლაქად არი ჩრმს მეხსიერებაში, ხო ეხლა კიდე კლუბი იმდენად არი გააახალგაზრდავებული და თან ისეთი დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებით, რო რთულად ნახავ მეორეს ეგეთს, ახალგზრდები და თან ესეთი როგორებიც ბარსაში თამაშობენ, 2-3 ჭკვიანი ტრანსფერი და ისევ დაიწყებს მთლიანი კოკა წყალის მოტანას, და კიდევ მთელი წელი ყანამადრიდის ფანობა ტრავმებზე აპელირებენ და მაგით აპრავებენ რეალის ცუდ სიტუაციას (რაც ნაწილობრივ მართალიც არი) , ჩვენ რატო არ უნდა ვილაპარაკოთ იმ უბედურებებზე რამაც ბარსას ხელი შეუშალა?? ან თუნდაც უჩლს იმ ორ მატჩიან დაპისრისპირებაზე ატლეტიკოსთან?? ჰეითერები და ფეხბურთის უვიცნი ბარსა-ჩელსის იმ სკანდალურ მეორე მატჩს იხსენებენ
მხოლოდ, არა და ყველამ კარგად იცის, რომ პირველ მატჩში ბარსა გაეირეს ბოლომდე, ხმას არავინ იღებს იმ პირველზე, მთავარია ბარსა აკნინო და აფურთხონ, ზოგადად თუ დავფიქრდებით, დღევანდელობაზე, ყველა წარმატებულ ადამიანს ყავს დიდი რაოდენობით კრიტიკოსი-მოძულე, ჩასაფრებულები ოღონდსც ავნონ, ეგრეა ბარსაც, არსწორებს კიდევაც, რო ესე თავგამოდებით ლანძღავენ და აკნინებენ ეგ იმაზე მეტყველებს, რომ რევოლუციონერი კლუბია და თან ძალიან წარმატებულიც, ვიღაცეებს შეუძლიათ ტიტულები ითვალონ, ნეგრეირა მოუგონონ და ა.შ, თუმცა ფაქტი ერთია, როცა ბარსა წარმატების მწვერვალზე იყო, იმ ესპანეთმა რა ტრიუმფიც დადო კარგად ვნახეთ, აი ეგეც კიდე დასაბუთება, იმ ბარსელონასი, რომელიც საერთოდ არ არი სამეფო
კლუბი და უფრო მეტიც, მარტო
იმიტომ უნდათ ესპანეთში ითამაშოს ბარსამ, რომ ესე სახელი გაუფუჭონ და რაღაცით ავნონ, თუმცა ბარსა მაინც ბარსაა და მიუხედევად ყველაფრისა მაინც წამოდგება ხოლმე ფეხზე მხოლოდ იმ ერთი გუნდის გასამწარებლად. ზოგადად ბარსას მიერ მასიური სიძულვილი რეალ მადრიდის დათესილია…😄 მოკლედ არ მსიამოვნებს, რომ კაცების გუნდ ესე დაუფიწრებლად ვაკნინებ, სიტყვა გამიგრძელდა, ეს ჩემი აზრია და ბარსას იმიტო ვქომაგობ ესე, რომ ბავშვობიდან მომწონდა ამათი ფორმა, ფერები და რონალდინიო ფეხბურთის დირიჟორი..და ვაბშე ფეხბურთის ყველაფერი, დღემდე მახსოვს ის ემოცია გრძელთმიანი ბიჭი პირველი შეზება და ჟრუანტელი მივლის ეგრევე, მაშინ გავიცანი ნამდვილი ფეხბურთი…(ჯინგო)ხო კიდე ვიღაცეებს ნუ ავიწყდებათ 12 წელი უჩლს გარეშე და ლიონთან 2 ჯერ შერცხვენა, ჯუნინიო ეკაიფებოდა პირადად..💙❤️
ЦПХ უბერავს.კაცები ჩასვრილები არიენ 10 წელია.
ადმინ 1019 წელს ითამაშა პირველად😃😃😃😄