workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის ტიტულები და გოლები ორჯერ აღემატება ბეილისას

ნეიმარის ტიტულები და გოლები ორჯერ აღემატება ბეილისას

ნეიმარის და ბეილის შედარების დროს, თუ მათ შედეგებს გადავხედავთ, ტიტულები და გოლები ბრაზილიელს აშკარა უპირატესობას ანიჭებენ. ნეიმარი უელსელ ფეხბურთელს ასევე ჯაბნის პრესის აქტიურობაში და მისი გულშემატკივარიც უკვე საკმაოდ ბევრია. საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ორი ყველაზე ვარსკვლავური ტრანსფერი: ნეიმარ და სილვა (21 წლის) და გარეთ ბეილი (24 წლის). ლა ლიგა კი ამასობაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება. იზრდება ფსონები “ბარსელონაზე” და “რეალზე”. ნეიმარს დიდი მისია აკისრია: მან თავი კარგად უნდა წარმოაჩინოს, რომ “ბარსელონა” მხოლოდ მესიზე დამოკიდებული არ იყოს, როგორც ეს ადრე იყო. ბეილსაც თავის მხრივ რთული დავალება აქვს შესასრულებელი, მან “რეალს” უნდა აუნაზღაუროს შეტევაში იოზილის და იგუაინის დანაკარგი. ამგვარად ორივე დიდმა მოთამაშემ, უნდა გაამართლოს ის ძალიან მაღალი ინვესტიცია,  რომელიც მათმა კლუბებმა თითოეულ ფეხბურთელში ჩადო, მათზე საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა (მადრიდელზე 101 მილიონი, ხოლო ბლაუგრანელზე 57). დიახ, ბეილზე რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მეტი თანხაა დახარჯული,  ვიდრე ნეიმარზე, თუმცა არავინ  იცის, თუ რომელი ტრანსფერი უფრო მომგებიანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ის, რასაც ბრაზილიელმა მიაღწია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც უელსელმა.

“ბარსელონამ” 57 მილიონი გადაიხადა ფეხბურთელში,რომელმაც სულ 138 გოლი გაიტანა (137 “სანტოსის” და 1 “ბარსას” მაისურით), ხოლო ბეილს სულ 60 გოლი აქვს გატანილი: 5 “საუთჰემპტონის” შემადგენლობაში და 55 “ტოტენჰემის” მაისურით. თუ მათ ასაკებსაც გავითვალისწინებთ ეს საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს ბრაზილიელს.

ნეიმარს ასევე აქვს უპირატესობა სანაკრებო დონეზე. ბრაზილიის ნაკრებში მას 24 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბეილმა უელსის ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward