workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები

დღეს “ბარსელონას” ცხრა ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 

იტალია – არგენტინა (22.45 რომი)

რომის ოლიმპიური სტადიონი დღეს იტალიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას “ბარსას” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო მიიღებს. საწუხაროდ ლეო მესიმ ტრავმის გამო ბარსელონაში დაბრუნება ამჯობინა. არგენტინელები და იტალიელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.

შვეიცარია – ბრაზილია (22.45 ბაზელი)

ნეიმარი და დანი ალვესი “სენტ ჯეიკობ პარკის” მოედანზე, ბაზელში დაუპირისპირდებიან მეტოქეს. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ შეიცაირელების წინააღმდეგ სათამაშოდ “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი მაქსველიც გამოიძახა. ბრაზილიის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობი მიღების უფლება უკვე აქვს, რადგან სწორედ ამ ქყვეყანაში იმართება ჩემპიონატი, შვეიცარიის ნაკრები კი ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ჩილე – ერაყი (20.45 კოპენჰაგენი)

ალექსის ნაკრები ერაყის ეროვნულ ნაკრებს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეხვდება. სამხრეთ ამერიკის საკვალიფიჯაციო ჯგუფში ჩილე მეოთხე ადგილს იკავებს. ერაყი კი თავის ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ეკვადორი– ესპანეთი (24.00 გვაიაკილი)

ვიქტორ ვალდესი, ჟორდი ალბა, ანდრეს ინიესტა და კრისტიან ტელიო ესპანეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან ერთად ეკვადორის წინაღმდეგ ჩაატარებენ მატჩს. დღეს შედგება კრისტიან ტელიოს დებიუტი ეროვნული ნაკრების მაისურით. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward