ხანგრძლივი შესვენების შედმეგ კვლავ ვაგრძელებთ კატალონიის “ბარსელონას” ახლანდელი და ყოფილი ფეხბურთელების მიერ გადაღებული რეკლამების საიტზე დადებას. თქვენ უკვე იხილეთ ტიერი ანრის, ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, კარლეს პუიოლის, რონალდინიოს, ჩავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტას, ხერარდ პიკეს, რაფაელ მარკესის,ჰენრიკ ლარსონის, რივალდოს, დანი ალვესის და პატრიკ კლაივერტის რეკლამები. ახლა კი “სათვალიანი ლეგენდის”, ედგარ დევიდსის დრო მოვიდა. მაშ ასე, დავიწყოთ.
დავიწყოთ გამაგრილებელი სასმელი pepsi–ს რეკლამებით. ამ რეკლამაში დევიდსთან ერთად მონაწილეობს კიდევ ერთი ლეგენდა, დევიდ ბექჰემი.
ამ pepsi–ს რეკლამაშიც ედგარი და დევიდი კვლავ ერთად არიან, თუმცა ასევე მათთან ერთადაა იტალიელი თავდამსხმელი ფილიპო (პიპო) ინძაგი.
კიდევ ერთი pepsi-ს რეკლამა, სადაც ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდები სუმოისტებს ეთამაშებიან.
pepsi–ს რეკლამა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ დევიდსი მონაწილეობს.
გადავიდეთ nike–ის რეკლამებზე. ამ რეკლამაში მთავარ როლში ფეხბურთის ლეგენდა, ტიერი ანრია. ასევე მონაწილეობენ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც.
nike-ის ამ ორ რეკლამაში ედგარი შესანიშნავ ფინტებს აკეთებს.
nike-ის კიდევ ერთი რეკლამა, სადაც ფეხბურთელები არიან მისიაზე. მათ რობოტებს ბურთი უნდა მოპარონ.
რეკლამები დავასრულეთ. ახლა კი გავიხსენოთ ედგარ დევიდსის თამაში და ვიხილოთ შესანიშნავი ვიდეო.
იმედია ისიამოვნეთ ედგარ დევიდსის რეკლამებით. სიაში შემდეგი ფენომენი რონალდოა ![]()


