გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოკიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა უფრო უკეთ ითამაშა ვიდრე არგენტინელმა ლიონელ მესიმ.
“მსოფლიო ჩემპიონატზე ოზილმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემი აზრით მან უკეთ ითამაშა ვიდრე მესიმ. ეს იმან გამოიწვია, რომ ლიონელი არ იდგა იმ პოზიციაზე, სადაც მას შეუძლია ნამდვილი ფეხბურთის ჩვენება.” ციტირებს ლიოვის სიტყვებს Bild.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრების ნახევარმცველი ახლო მომავალში შეიძლება კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს. თუ დავუჯერებთ ესპანურ CMI–ს, მესუთის ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმის ჩაცმა დამოკიდებულია ხოსეპ გვარდიოლაზე.
წყარო: championat.ru



