ხოსე მანუელ პინტომ განაცხადა, რომ ის აპირებს გამოიყენოს თავის შანსი და ითამაშოს ”სევილიას” წინააღმდეგ 14 აგვისტოს.
პარასკევს, ვარჯიშის დაწყებამდე მან განაცხადა: ” ჩვენ არ გვეყოლება ვიქტორ ვალდესი, რაც ჩემთვის ხელსაყრელია. მე უკვე ვემზადები ამ თამაშისთვის. ”ბარსას” თამაში მოუწევს შვიდი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, უნდა გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა”.
მან ასევე ისაუბრა ”ბარსას” ახალგაზრდული გუნდის მეკარეზე: ”რუბენ მინიო ძალიან ჰგავს ხორდი მასიპს და ოიერ ოლაზაბალს, ის თამაშობს ხარისხიანად. მას აქვს შანსი გახდეს საუკეთესო მეკარე”.
საუბრის ბოლოს პინტომ ისაუბრა კარლოს უნსუეზე – ”ბარსას” ყოფილ მეკარეების მწვრთნელზე და კარლეს ბუსკეცზე, რომელიც ახლახან შეუდგა ”ბარსას” გოლკიპერების წვრთნას:” მათი შედარება იგივეა შეადარო ორი განსხვავებული ფეხბურთელი, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი სტილი”.
წყარო: fcbarcelona.cat
