ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ უკვე გამოიძახა ის ფეხბურთელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოთხშაბათს, 11 აგვისტოს მექსიკასთან ამხანაგურ მატჩში. “ბარსელონადან” გამოძახებულნი არიან: ვალდესი, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო და ვილა. ნაკრებში ასევე არიან ახალბედებიც: ბრუნო, კაზორლა და მონრეალი.
ეს იმას ნიშნავს, რომ პეპ გვარდიოლა სეზონის პირველ მატჩში(ესპანეთის სუპერთასი) შვიდი წამყვანი მოთამაშის გარეშე დაარჩება. “ბარსელონას” მწვრთნელი ასევე ვერ გამოიყენებს ჯონათან დოს სანტოსს, რომელიც მექსიკის მწვრთნელის, ენრიკე მეზას განკარგულებაში იქნება. ესპანეთის მწვრთნელმა ფეხბურთელები 9 აგვისტოსთვის გამოიძახა. მსოფლიო ჩემპიონებს აკლიათ “ლივერპულელები”, პეპ რეინა და ფერნანდო ტორესი, “ბარსელონელი” ანდრეს ინიესტა, “მადრიდელი” რაულ ალბიოლი და “ატლეტიკელი” ხავი მარტინესი.
შემადგენლობა:
“ბარსელონა”: ვალდესი, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, ვილა.
“რეალი”:კასილიასი, რამოსი, ხაბი ალონსო, არბელოა.
“ვილიარეალი”: მარჩენა, კაბდევილა, ბრუნო, კაზორლა.
“ოსასუნა”: მონრეალი.
“არსენალი”: ფაბრეგასი.
“სევილია”: ხესუს ნავასი.
“ვალენსია”: მატა.
“ატლეტიკი”: ლორენტე.
“მანჩესტერ სიტი”: დავიდ სილვა.
წყარო: www.elmundodeportivo.es



