workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი მარტინესი “ბარსელონაში” სასურველი ახალწვეული იქნება

ხავი მარტინესი “ბარსელონაში” სასურველი ახალწვეული იქნება

“ბარსელონელი” მსოფლიო ჩემპიონები ნაკრებში განსაკუთრებით კარგად შეეწყვნენ ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველს, ხავი მარტინესს. გასაკვირი არცაა, მარტინესი ხომ გამოირჩევა თავისი კარგი ხასიათით და ბუნებით. ბევრის აზრით, სწორედ ამიტომაა იგი ზედგამოჭრილი კატალონიური კლუბისთვის.

 როგორც ჩანს, ხავის ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ სესკ ფაბრეგასის გადმოყვანა შეუძლებელი გახდება. ამასთან ერთად, მარტინესს დიდი სიხარულით მიიღებენ კატალონიელთა გასახდელში. 21 წლის ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში დაუახლოვდა “ბარსას” ფეხბურთელებს და ერთთვიანი ტურნირის განმავლობაში მას ხშირად ხედავდნენ კატალონელთა გვერდით. “ბლაუგრანელები” დაუმეგობრდნენ ხავის მისი უბრალოებისა და დიდი ნიჭის წყალობით. “ბარსელონას” ფეხბურთელებმა უკვე შეამჩნიეს, რომ ამ ბიჭს “ბარსას” პროფილი აქვს, მეორე მხრივ, ხავიმაც შეამჩნია, რომ საკმარისი შესაძლებლობები აქვს “ნოუ კამპზე” წარმატების მისაღწევად. რა დროც არ უნდა გავიდეს და რომელი ფეხბურთელიც არ უნდა მოვიდეს “ბარსელონაში”, ხავი მარტინესის ტრანსფერი მაინც აქტუალური იქნება, ისევე როგორც დავიდ ვილას შემთვევაშიც. “ელ გუახე” უკვე დიდი ხანია ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითად ფეხბურთელად ითვლება და ამიტომაა, რომ “ბარსელონა” არაერთი სეზონი მის გადმობირებას ცდილობს. სამწუხაროდ, კატალონიელებმა ეს მხოლოდ და მხოლოდ წელს მოახერხეს.

 ხავი მარტინესის შემთხვევაც იგივე სცენარით ვითარდება. ფეხბურთელი ტექნიკურია, ახალგაზრდა, თანაც უდავოდ დიდი ტალანტის მქონე, ამიტომ არავის გაუკვირდება, თუ მალე ნახევარდაცვის ხაზში ბუსკეტსს ახალი კონკურენტი, ხოლო ჩავის და ინიესტას ახალი დამხმარე გამოუჩნდება მარტინესის სახით. პრობლემას მხოლოდ ფეხბურთელის ფასი ქმნის, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს. თანაც “ატლეტიკი” ხავის გაყიდვის სურვილით არ იწვის, რადგან ასეთი ფეხბურთელის სრულყოფილად ჩანაცვლება მათთვის ძალიან ძნელი იქნება.

წყარო: www.elmundodeportivo.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში