ესპანური “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა განაცხადა, რომ 2001 წელს კატალონიელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არსენ ვენგერთან და ფაბიო კაპელოსთან.
“როდესაც ვიყავი პრეზიდენტი, ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს არსენ ვენგერთან და ფაბიო კაპელოსთან. მინდოდა, რომ ერთ–ერთ მათგანს ჩაებარებინა “ბარსელონა”. მე ვენგერს შევხვდი პარიზში. მას გადმოსვლა სურდა, თუმცა ლონდონის “არსენალმა” ამის უფლება არ მისცა. ასევე კაპელოც ვნახე, მაგრამ “რომამ” არც იგი გამოუშვა. რომელიმე მათგანს რომ გაეწვრთნა “ბლაუგრანა”, ღმერთმა იცის რა მოხდებოდა.” განაცხადა ჟოან გასპარმა Com Radio–სთან ინტერვიუში.
წყარო: sports.ru

