workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი დარჩება ნაკრებში ევრო–2012–მდე

პუიოლი დარჩება ნაკრებში ევრო–2012–მდე

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი მცველი, კარლეს პუიოლი არ დატოვებს ნაკრებს ევრო–2012–მდე. როგორც ფეხბურთელის ოფიციალური საიტი იტყობინება, კარლესმა განაცხადა, რომ სურს დაიცვას ევროპის ტიტული და კიდევ ერთხელ გახდეს ჩემპიონი. როგორც AP იტყობინება, “ბარსელონას” კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება ვისენტე დელ ბოსკესთან და ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

პუიოლი უკვე 32 წლისაა, რაც ფეხბურთელისთვის უკვე დიდი ასაკია, მაგრამ კარლესს ჯერ სიბერის არაფერი ეტყობა. იგი სწრაფია, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და თავის გუნდისათვის არაერთხელ გაუწირავს თავი. ასე და ამგვარად “ბლაუგრანას” კაპიტანი ჩვენს გასახარად კიდევ მინიმუმ ორი წელი ითამაშებს.

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში