პინტო 6 – არასტაბილური. ცუდად იდგა, თავი ვერაფრით გამოიჩინა, თუმცა პენალტის აღებასთან ახლოს იყო.
ელიე 6 – იყო ძალიან ტექნიკური და სწრაფი. მისი ზრდა თვალსაჩინოა.
სერხი გომესი 7 – მისი პირველ გუნდში დებიუტი. საუკეთესო იყო დაცვაში.
მილიტო 6 – მსაჯმა პენლატი მასზე დანიშნა, თუმცა საეჭვო იყო. ბურთთან მოიკოჭლებდა.
მაქსველი 6 – მან გამოავლინა შემტევი მხარე, ფაქტობრივად ნახევარმცველად თამაშობდა. მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ”ბარსას” რიგებში.
დოს სანტოსი 7 – კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პოზიცია შეუცვალეს. საყრდენების წინ თამაშობდა.
რივროლა 6 – ხან თავდასხმაში იყო ხან დაცვაში.
ვიქტორ სანჩესი 7 – გამოავლინა მისი შესაძლებლობები. გაიტანა კარგი გოლი, რომელშიც მისი დიდი დამსახურება იყო.
ტელო 6 – მისი დებიუტი. მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა.
ჯონათან სორიანო 6 – იყო ძალიან აქტიური. საგოლე პასი გაუკეთა სანჩესს.
ბოიანი 6 – მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა. ბურთის ტარების ხარისხი დაბალი ჰქონდა.
მინო 6 – ვალიენტეს მიზანი განსაზღვრა, ნორვეგიელთა ერთი ბურთი მოიგერია.
არმანდო 6 – იყო ძალიან აგრესიული და საჭიროების შემთხვევაში წესებსაც არღვევდა.
მუნიესა 7 – კონცენტრირებული, ყურადღებიანი, სწრაფი. კარგად ხვდებოდა მეტოქეთა ჩანაფიქრს.
ადრიანო 7 – კარგი დებიუტი ჰქონდა. ადვილად მოერგო გუნდს. მას შეუძლია მოგვცეს გარანტიები.
სერხი რობერტო 7 – შორიდან დარტყმებს ცდილობდა. აქტიური იყო.
კეიტა 7 – მხოლოდ 10 დღეა ვარჯიშობს და მას უკვე გააჩნია ძალიან დიდი ძალა და ინტენსივობა.
ორიოლა 6 – იყო ძალიან დინამიური და მობილური. თანაგუნდელებს მომენტების შექმნაში ეხმარებოდა.
ბენხა მარტინესი 7 – იბრათი შეიცვალა. გაიტანა 1 გოლი შესანიშნავ სტილში.
ნოლიტო 6 – ცდილობდა მარცხენა ფრთიდან ეაქტიურა.
იბრაჰიმოვიჩი 6 – დუნე და ნელი მოთამაშე. თამაშობდა არასაკმარისი ტემპით. ბევრი რამ უნდა გააუმჯობესოს და დაარწმუნოს გვარდიოლა თუ რა შეუძლია.