“ბარსელონას” ბრაზილიელ მცველს, დანიელ ალვესს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ნეიმარი მის ახალ კლუბში თავს შესანიშნავად წარმოაჩენს და დიდ წარმატებებსაც მიაღწევს. გავიხსენოთ, რომ ორშაბათს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და მომავალი სეზონიდან იგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში იასპარეზებს.
“იმისათვის, რომ იყო საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, პირველ რიგში უნდა იყო თავმდაბალი, რა თვისებაც ნეიმარს ნამდვილად გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ძალიან რთული იქნება ლიონელ მესისა და ნეიმარის შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა. მან კარგად იცის ის გზა, რომელიც მას მოაგებინებს იმდენივე ოქროს ბურთს, რამდენიც არგენტინელ ფეხბურთელს აქვს”. – განაცხადა ალვეშმა.
