“ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა. 25 წლის ფეხბურთელმა უკვე სრულიად მოიშუშა ტრავმა და მზად არის ითამაშოს მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. იუწყება El Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ დაზიანება ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მიიღო.
