მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრანდელი: „ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

პრანდელი: „ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი თვლის, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

“სკუადრა აძურას” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ბრაზილიასა და ინგლისს შორის ამხანაგურ თამაშს უყურა.

“ნეიმარისგან ყოველთვის ელიან ძლიერ თამაშს, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ მან ჩემი მოლოდინი გაამართლა, ის ძლიერი მოთამაშეა, ჩემთვის ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.” – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსას” მოთამაშედ ოფიციალურად წარადგინეს 3 ივნისს, ხოლო ტრანსფერის სანაცვლოდ “ბლაუგრანამ” 57 მილიონი ევრო გადაიხადა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში