მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ხეა: “მანჩესტერში ძალიან ბედნიერი ვარ”

დე ხეა: “მანჩესტერში ძალიან ბედნიერი ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერია “იუნაიტედში” თამაშით და უარწყო ჭორები, რომელიც უკავშირდებოდა მისი კლუბიდან წასვლას.

“მე მაქვს კონტრაქტი კლუბთან და ძალიან ბედნიერი ვარ “მანჩესტერში” თამაშით. სადებიუტო სეზონში მე რა თქმა უნდა შემექმნა გარკვეული სირთულეები – ახალი ქვეყანა, ენა და სხვადასხვა ლიგები, თუმცა რთული შრომის შედეგად მე შევძელი ამ ყველაფერთან ადაპტირება”. – განაცხადა დე ხეამ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, ესპანელი კიპერის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის მეკარე “ატლეტიკოდან” 2011 წელს 18 მილიონ ევროდ გადაბარგდა “მანჩესტერ იუნაიტედში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში