“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს, დევიდ მოიესს განზრახული აქვს “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის საკუთარ გუნდში გადაბირება. მოიესს კვლავ სურს ერთად იხილოს ვან პერსი და ფაბრეგასი. შოტლანდიელმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ მას ფაბრეგასის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება, მაგრამ მისი მიზიანია სესკის პრემიერ ლიგაში დაბრუნება.
Daily Mirror-ის ცნობით კატალონიური კლუბი ამ ზაფხულს ეცდება 26 წლის ნახევარმცველის გაყიდვას, რომლის სატრანსფერო ფასიც 35 მილიონ ევრომდე იქნება. მოიესი ასევე მიიჩნევს, რომ ფაბრეგასი იქნებოდა სრულყოფილი შემცვლელი პოლ სქოულზის, რომელმაც დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
