მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ნომერი? მე ეს არ მაწუხებს”

ნეიმარი: “ნომერი? მე ეს არ მაწუხებს”

უკვე “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა ჟურნალისტებს საკუთრი შთაბეჭდილებები გაუზიარა კატალონიურ კლუბში გადაბარგებაზე. “მე მქონდა ძალიან ბევრი შეთავაზება, თუმცა მე ბოლომდე მივყევი ჩემს გულს. ფული – ეს არის ნორმალური, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტულია ვიყო ბედნიერი. ასე, რომ “ბარსელონაში” წასვლა გადავწყვიტე”.

“ჩემი ნომერი? მე არასოდეს მაწუხებს, თუ რა ნომრით ვითამაშებ, ამ ყოველივეს მე უპირატესობას არ ვანიჭებ. ვფიქრობ, რომ ადაპტაციის გავლა შესაძლოა იყოს ძალიან რთული, თუმცა მე ამ ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვერგო. დანი ალვეშის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ეს ტრანსფერი შედგა, რადგანაც მასთან ამაზე ხშირად მქონდა საუბრები”.

“მესი უკვე დიდი ხნის განმავლობაში არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ვეცდები ამ სტატუსის შენარჩუნებაში დავეხმარო მას”. – განაცხადა ნეიმარმა.

როგორც ცნობილია ბრაზილიელის ტრანსფერი “ბარსელონას” 57 მილიონი ევრო დაუჯდა და ხელშეკრულების მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში