“ბარსელონას” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის, სესკ ფაბრეგასისთვის “მალაგას” წინააღმდეგ გატანილი გოლი, მის კარიერაში მე-100 აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე ბოლო ტურში “მალაგას” უმასპინძლა და ანგარიშით 4-1 დაამარცხა, მეორე გოლი კი მატჩის მე-14 წუთზე ფაბრეგასმა გაიტანა, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ მე-100 აღმოჩნდა მის კარიერაში.

