“ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა “მალაგასთან” მოგებული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ მათ ეს 100 ქულა ერიკ აბიდალს მიუძღვნეს. “ჩვენ ეს 100 ქულა ერიკ აბიდალს მივუძღვენით. ჩვენ მალე შევხვდებით მეგობარო”. – განაცხადა ფაბრეგასმა.
როგორც მოგეხსენებათ ფრანგმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გუშინ “მალაგას” წინააღმდეგ გამართა. მას გულშემატკივარმა და განსაკუთრებით ფეხბურთელებმა ძალიან თბილი და კარგი გაცილება მოუწყვეს.
