“კამპ ნოუს” დიქტორმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “მას შემდეგ რაც აბიდალმა 6 სეზონი “ბლაუგრანას” მაისურით ჩაატარა, ის “კამო ნოუს” ემშვიდობება. ახლა კი გვინდა, რომ მას ჩვენი სითბო ვაგრძნობინოთ”.
ამის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი ცოლთან, შვილებთან და ბიძაშვილთან ერთად “კამპ ნოუზე” სპეციალურად მისთვის მოწყობილი დერეფნის გავლით შევიდა, რომელიც “ბარსას” ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა მოაწყვეს.
დიქტორმა კვლავ განაგრძო საუბარი: “თქვენი ძალა მთლიანი გუნდის ძალას უდრის. თქვენ ხართ ისტორიაში საუკეთესო გუნდის ნაწილი, გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის”.
ამის პარალელურად “კამპ ნოუს” დიდ ეკრანზე გადიოდა აბიდალის კარიერის საუკეთესო მომენტები და მის მიერ გატანილი გოლები. გუნდის კაპიტნებმა: კარლეს პუილმა და ჩავი ერნანდესმა კი ფრანგს “ბლაუგრანას” მაისური გადასცეს, რომელსაც ზურგზე ამშვენებდა წარწერა: “გმადლობ აბი”.
“საღამო მშვიდობისა ყველას”– დაიწყო აბიდალმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა. “მთელი ჩემი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განვლილი ექვსი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდა. ეს იყო შესანიშნავი ექვსი წელიწადი. აბიდალმა თანაგუნდელებსაც მოუხადა მადლობა: “თქვენ ჩემი ოჯახის წევრები ხართ, უთქვენოდ ვერაფერს მივაღწევდი. მსოფლიოში საუკეთები ხართ”. სიტყვა კი აბიდალმა შემდეგი ფრაზით დაასრულა: “თქვენ მუდამ ჩემს გულებში იქნებით. გაუმარჯოს “ბარსას”, გაუმარჯოს კატალონიას! “
[media=http://www.youtube.com/watch?v=eljql1A_PSs]
[media=http://www.youtube.com/watch?v=3dP6M_5ptsg]
