მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელეგრინი: ”ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

პელეგრინი: ”ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

”მალაგას” მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ Televizion Nacional De Chile-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე ახლოს იყო ”ბარსელონაში” გადასვლასთან. 

”პეპ გუარდიოლას მოსვლამდე ახლოს ვიყავი ”ბარსელონაში” გადასვლასთან. მოხარული ვარ, რომ ახლა არ მაქვს კატალონიური კლუბის გაწვრთნის შესაძლებლობა, რადგან ეს ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით არ ვიცი სად გავემგზავრები, თუმცა 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ესპანეთში, არ ვიტყოდი უარს ინგლისის პრემიერ-ლიგაზე. იქ გადავდგი ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები. ინგლისის ჩემპიონატი არ არის საუკეთესო, თუმცა სამეულში მაინც შედის. გადახვიდე პრემიერ-ლიგის გრანდში დიდი მოტივაციაა, თუმცა მომავალში ”მალაგაში” დაბრუნება მსურს. აქ უკვე საცხოვრებელი სახლიც შევიძინე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში