მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვა: „ნეიმარს შეუძლია გატანა, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება“

ტიტო ვილანოვა: „ნეიმარს შეუძლია გატანა, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება“

ტიტო ვილანოვამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა. მწვრთნელი მოხარულია იმ ფაქტით, რომ მომავალ სეზონში ნეიმართან თანამშრომლობა მოუწევს: “მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობთ, რომ გუნდს კარგად შეეწყობა, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ მას დავეხმარებით ალღო აუღოს ესპანურ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ნეიმარის ყიდვა ბევრ გუნდს სურდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ მის შესაძლებლობებში. მას შეუძლია გოლის გატანა რაც ამ ეტაპზე “ბარსელონას” ძალიან სჭირდება”.

როდესაც ტიტოს მომავლის გეგმეზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ გუნდს მომავალ სეზონზეც უხელმძღვანელებს: “მე ვიქნები ბარსელონას მენეჯერი მომავალ სეზონშიც. ეს ფაქტი ნათელია. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და წინსვლასაც განვაგრძობ”.

გუნდის ხელძღვანელმა ერიკ აბიდალის წასვლაზეც გაამახვილა ყურადღება: “გადაწვეტილება აბიდალის კონტრაქტთან დაკავშირებით კლუბმა მიიღო. გული მწყდება მის წასვლაზე, ვიცი, რომ მის მსგავს ფეხბურთელს ვერ ვიპოვნით. ვიმედოვნებ, აბიდალი დიდ კლუბში გადავა და ყველას აჩვენებს, რომ მას შეუძლია ითამაშოს უმაღლეს დონეზე”.

ვილანოვამ ასევე დაადასტურა, რომ აბიდალი “მალაგას” წინააღმდეგ თამაშშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ფრანგისთვის უკანასკნელი იქნება “ბლაუგრანას” მაისურით.

ტიტომ დასძინა, რომ აბიდალის წასვლის გამო მომავალი სეზონისთვის კლუბს მცველის ყიდვა მოუწევს: “ეს პოზიცია აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს გუნდის კაპიტნის, რომელიც მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. უცნაურია, როდესაც ზოგიერთები კარლესის პროფელსიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებენ. ის ყველასთვის მისაბაძი პიროვნებაა”.

და ბოლოს მწვრთნელმა გუნდის სამ ფეხბურთელზე: ვალდესზე, ტიაგოსა და ვილიაზე ისაუბრა. მეკარეზე მან განაცხადა: “მასთან არანიარი პრობლემა არ გვაქვს, ვალდესი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება გუნდში”. ტიტომ აღნიშნა, რომ ასტურიელ ფეხბურთელთან ჯერ მომავალზე არ უსაუბრია. ბოლოს კი როდესაც ტიაგოზე დაუსვეს კითხვა მწვრთნელმა განაცხადა: “ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ტიაგო ძალიან ღირებული ფეხბურთელია. ის “ბარსას” მომავალია და მოხარულები ვიქნებით მისი დარჩენით, თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში