მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი : „ჩემი მომავალი მხოლოდ „ბარსაშია“

პუიოლი : „ჩემი მომავალი მხოლოდ „ბარსაშია“

დღეს საღამოს “ბარსელონას” კაპიტანმა პრეს კონფერენცია გამართა, სადაც საკუთარ მდგომარეობასა და მომავალზე ისაუბრა. კაპიტანმა აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი საკმაოდ რთული იყო მისთვის, თუმცა გარკვეული დროის გავლის შემდეგ ფეხბურთელმა მალევე შეძლო ძალების აღდგენა. პუიოლი გამოჯანმრთელებას კვლავ მთელი ძალებით ცდილობს და იმედოვნებს როომ პრე სეზონისთვის უკვე მზად იქნება სათამაშოდ: “ერთადერთი რაზეც ვფიქრობ გამოჯანმრთელებაა. ჩემი ერთადერთი მიზანია პრე სეზონისთვის 100%–ით მზად ვიყო”.

კაპიტანმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ბოლომდე იბრძოლოს და რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს ფეხბურთი: “ჩემი მომავალი “ბარსაშია”. ვეცდები კონტრაქტით გათვალისწინებული სამი წელიც “ბარსელონაში” გავატარო და 40 წლამდე ვითამაშო ფეხბურთი, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ”. როდესაც კარლესს სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე ჰკითხეს ესპანელმა უპასუხა: “ამჟამად მხოლოდ “ბარსაზე” ვარ ფოკუსირებული. მინდა კარიერა ამ გუნდში დავასრულო”.

კარლეს პუიოლმა მუხლის ტრავმაზეც ისაუბრა, რის გამოც ფეხბურთელს 15 მაისს ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მუხლზე ტკივილები პირველად პსჟ-სთან პრესეზონის მატჩში შეამჩნია, მას შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა რის გამოც ვარჯიში და თამაში შეუძლებელი გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ფეხბურთელმა ოპერაციის ჩატარება, იმ იმედით, რომ სეზონის ბოლომდე სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებდა. მაგრამ ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომ: “გამოჯანმრთელების პროცესს დიდი დრო დასჭირდა”.

გუნდის კაპიტანმა მადლობა გადაუხადა სანდრო როსელს, მან კარლესთან სიტყვიერი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც  ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად კარლესი კლუბში კიდევ სამი სეზონის განმავლობაში დარჩება. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=eQ3Oz_k8Oik]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში