მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვასილიევი: “ჩვენ არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ ვალდესთან”

ვასილიევი: “ჩვენ არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ ვალდესთან”

“მონაკოს” სპორტულმა დირექტორმა, ვადიმ ვასილიევმა განაცხადა, რომ ის და მისი პარტნიორები არავითარ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ კარლოს ტევესთან და ვიქტორ ვალდესთან. “ჩვენ არავითარი მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს ტევესთან. ბევრი გაზეთი წერს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ არგენტინელით, თუმცა ჩვენ ამჟამად მის საქმეს არ განვიხილავთ”.

“ჩვენ ასევე არ განვიხილავთ ვიქტორ ვალდესის ტრანსფერის საქმეებს, რადგანაც ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ამჟამინდელი მეკარით, დანიელ სუბაშიჩით”. – განაცხადა ვასილიევმა.

აქამდე როგორც მოგეხსენებათ ვალდესმა უარი განაცხადა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდებოდა “მონაკოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში