მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონა” “ჩელსის” ცენტრალური მცველის დავიდ ლუიზის გადაბირებას შეეცდება.

ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, კატალონიელებისთვის მთავარი მიზანი ცენტრალური მცველის დამატება გახდა.

კლუბის თავკაც ტიტო ვილანოვას “პსჟს” კაპიტნის ტიაგო სილვას გადაბირება ძალიან სურდა, თუმცა ბრაზილიელის ზედმეტად მაღალი სატრანსფერო ფასი კლუბის სტრუქტურაში არ ჯდება. ამიტომაც კატალონიური გრანდის მთავარი სატრანსფერო სამიზნე დავიდ ლუიზი გახდა.

ტიტო ვილანოვამ უკვე განაცხადა თანხმობა მოლაპარაკებების დაწყებაზე. ტრანსფერის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს “ჩელსისთან” კონტრაქრი 2017 წლამდე აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში