“ბარსელონას” მიერ ახლახანს ნაყიდი ფეხბურთელი ნეიმარი უკვე საუბრობს “რეალ მადრიდის” ვარსკვლავ რონალდუსთან დაპირისპირებაზე.
“კრიშტანო რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია. მასთან დაპირისპირება დიდი პატივია და ვიმედოვნებ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული მე გამოვალ”.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონებს ზაფხულში შეუერთდება. მან განაცხადა, რომ ესპანეთში გადასვლაზე დიდი როლი იქონია რელიგიურმა შეხედულებამაც.
“მე ვესაუბრე ღმერთს, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა და სწორი გზის არჩევაში დამეხმარა. მე ავირჩიე “ბარსელონა” რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემი გულიდან მოდიოდა. ვიმედოვნებ, რომ გუნდს უმოკლეს დროში შევეწყობი”.
