ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური “ვესტ ჰემი” და “კრისტალ პალასი” ეცდებიან გადაიბირონ “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველი, მარკ ბარტრა. ესპანელმა მცველმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, მათგან ნახევარი არასრულად, გუნდის მწვრთნელის თქმით, ბარტრა ამჟამად მის გეგმებში აღარ შედის, მიუხედავად დაცვაში არსებული პრობლემებისა.
ასე რომ ბრიტანული პრესის თანახმად, ამ ზაფხულს ბარტრას გუნდიდან წავსლა გარდაუვალია. “ბარსელონა” 22 წლის მცველს სავარაუდოდ გაანათხოვრებს გამოცდილების მისაღებად. ამჟამად აღნიშნული კლუბები, “ვესტ ჰემი” და “კრისტალ პალასი” უკვე ამზადებენ შეთავაზებებს 22 წლის ფეხბურთელზე. გეტყვით ასევე, რომ მომდევნო თვეში გაიმართება 21 წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი, სადაც ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას მარკ ბარტრაც დაიცავს.